“ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო სიები და მაჟორიტარობის კანდიდატები უკვე დააკომპლექტა. “გურია ნიუსის” მიერ მოპოვებული, გადამოწმებული სიის თანახმად, მმართველი პარტიიდან დაბაში კენჭს დავით ბერძენიშვილი იყრის; ბუკისციხე-იანეულში ქეთევან სიხარულიძე; სამება-ამაღლების ოლქის კანდიდატი ზვიად წეროძე იქნება; გოგოლესუბანში _ აკაკი ყაჭეიშვილი; გორაბერეჟოულში _ დავით ტყეშელიაძე; გუთურში _ ლაშა თოლორდავა.
დაბლაციხის ოლქში ამომრჩეველთა გულის მოგებას “ოცნებიდან” გოჩა ჯიქია შეეცდება; დიდვანში _ გიორგი რამიშვილი; ერკეთში _ ნატო ჩანტლაძე.
ზემოსურებში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ სოროზანიშვილი იქნება; ზემოხეთში _ ერეკლე უღრელიძე; ზომლეთში _ გივი თავაძე; ზოტში _ უშანგი ართმელაძე; კოხნარში_ ენვერ ახალაძე; ნაბეღლავის ოლქში _ ალექსნადრე შარაშიძე; საჭმაიასერში _ ბესიკ ყენია; ფარცხმაში _ შოთა ცინცაძე; ქვენობანი-ბასილეთი-ბუკნარის ოლქში _ დავით გუდავაძე; შუა ამაღლებაში _ ვლადიმერ სიხარულძე; შუასურებში _ დავით ტრაპაიძე; ჯვარცხმაში _ კლოდი მდინარაძე; ხევში _ ზვიად მამალაძე; ხიდისთავში _ კობა კალანდაძე.