პარტია „ ქართული ოცნება“ ოზურგეთის ორგანიზაციის პარტიული სია უკვე დამტკიცდა.
“გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, სიის პირველი ხუთეულია: დავით დარჩია, გიორგი ღურჯუმელიძე, მარიკა ჩხიკვიშვილი, ლავრენტი ბიგვავა, ქეთი ვასაძე.
პარტიულ სიაში მოხვდნენ ასევე _ ბახვა დოლიძე, ხათუნა ცერცვაძე, ვასილ ჩიგოგიძე, გეგა ჩავლეშვილი, გიორგი ჭკუასელი.
“გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, აღნიშნული პირები ოფიციალურად შტაბში გუშინ წარადგინეს.
სიაში არ მოხვდნენ, ჯერ მოქმედი საკრებულოს დეპუტატები ლელა საჯაია, ინგა დუმბაძე, ნუგზარ ურუშაძე. ასევე, დავით დარჩიას მოადგილე დიმიტრი კვერღელიძე. სიაში უნდოდათ მოხვედრა, ლელა ნაცვალაძეს და ირინა საჯაიასაც.
ლელა საჯაია მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს ქალაქის ერთ-ერთ უბანში. “ჩემი სურვუილი იყო, რომ მაჟორიტარად მეყარა კენჭი, ამით უფრო მეტი გამოწვევის წინაშე ვარ”, _ ამბობს საჯაია.
დავით დარჩიას მოადგილე დიმიტრი კვერღელიძე კი “ გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ თუ რატომ არ მოხვდა პარტიულ სიაში, ამაზე პარტიას უნდა მიმართოთ: “მე პრეტენზიები არ მაქვს, კითხეს მათ, რატომ არ მოვხვდი“.
პარტიის თავმჯდომარემ დავით დარჩიამ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. აღმასრულებელმა მდივანმა გიორგი ღურჭუმელიძემ გვითხრა, რომ აღნიშნული პირები ჯერ პოლიტსაბჭომ უნდა დაამტკიცოს და წარადგინოს.