დღეს ქალაქ ოზურგეთში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა.
ერთ-ერთი ღონისძიების დროს საპატიო ოზურგეთელების დაჯილდოვება შედგა.
ოზურგეთის საპატიო ოზურგეთელებად აირჩიეს:
ილია ბეგიაშვილი-საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე; ამირან ჯანელიძე– „ბლექ სი არენასა“ და ფილარმონიის სტრატეგიული განვითარებისა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე; მანანა ლომაძე-ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანების ფონდების მთავარი მცველი, ისტორიკოსი, მეცნიერი; ომისხან(ომარ)ურუშაძე-ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი; რუსუდან ტაკიძე-ოზურგეთის ბუნებათსარგებლობის ინსტიტუტის ქიმიის კათედრას ხელმძღვანელი; ამირან გირკელიძე-ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის, საინვესტიციო პროექტების განყოფილების უფროსი სპეციალისტი; ნონა კილაძე – ახალგაზრდა ექიმი; სერგო ზაქარიაძე – გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს, ოზურგეთის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ცვლის მეთაური; მიხეილ დარჩია – შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი გამომძიებელი, პოლიციის ვიცე პოლკოვნიკი; ანა კოხრეიძე – ოზურგეთის მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღმზრდელი.