სასამართლო გუშაგის გავრცელებული ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ დანიშნა 21 მოსამართლე, რომლებიც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით 2021 წლის 18 ივნისს გამწესდნენ.
სააპელაციო ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე თანამდებობაზე გამწესდება 3 წლის ვადით, კონკურსის საფუძველზე. ამ ვადის გასვლამდე არაუადრეს 2 თვისა და არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, გაამწესოს თუ არა თითოეული მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ.
აღსანიშნავია, რომ 21-ვე მათგანის დანიშვნას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი.
უვადოდ დანიშნულ მოსამართლეთა სია:
1. ეკატერინე ბებია – ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე
2. გიორგი გელაშვილი -თბილისის საქალაქოს სასამართლოს მოსამართლე
3. სალომე გველესიანი – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
4. ალექსანდრე გზირიშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
5. ეკატერინე ელიაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
6. ნინო ენუქიძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
7. გიორგი თუნაური – ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
8. თეა კალანდაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
9. თორნიკე კაპანაძე – ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე
10. ლიანა კაჟაშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
11. დავით მაკარაძე – გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე
12. თამარ მჭედლიშვილი- თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
13. ეკატერინე ობოლაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
14. სალომე სამხარაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
15. რომეო ტყეშელაშვილი- თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
16. ფოლადიშვილი ლიეილა – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე –
17. ლევან ყოლბაია – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
18. ნანა შამათავა – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
19. ირაკლი ჩიკაშუა – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
20. მაია ჯავახიშვილი – ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე –
21. უჩა თოდუა – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე