როგორც ცოტა ხნის წინ ვწერდით, 21 წლის ჯარისკაცმა თავი მოიკლა. “გურია ნიუსისთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც წყარო გვეუბნება, ჯარისკაცი სამეგრელოს ერთ-ერთი მუნიციპალიტეტიდანაა. თუმცა, “გურია ნიუსს” ინფორმაციას აღნიშნული მუნიციპალიტეტის პირველი პირები _ მერი და საკრებულოს თავმჯდონარე არ უდასტურებენ. მათი თქმით, ისინი ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
“გურია ნიუსი” თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა ჩვენს ზარებს უწყებაში ამ დრომდე არ პასუხობენ.
შეგახსნებთ, ტრაგედია ერთ-ერთ საგუშაგოზე მოხდა. გარდაცვლილის, ჯ ა-ს მეგობრის ინფორმაციით, მან ტყვია დაიხალა.