შეკვეთილში მომხდარ უბედურ შემთხვევას 26 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს სკუტერის ამოყვანის დროს დენმა დაარტყა.
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი ლადო გოგუა წარმოშობით ჩხოროწყუდან იყო, თუმცა, ბოლო წლებში თბილისში ცხოვრობდა.
ინფორმაცია „გურია ნიუსს“ ჩხოროწყუს მერმა, დათო გოგუამ დაუდასტურა.
[sexy_author_bio]