სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, გიორგი გელაშვილი, იგოეთთან მომხდარ ავარიას და ჯარისკაცის გმირულ საქციელს ეხმიანება და პოსტს აქვეყნებს:
გუშინ, გამთენიისას გოჩა ნონაშვილმა, რომელიც მსახურობს, შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონში, კაპრალ-სპევიალისტის წოდებით, ჩაიდინა სამოქალაქო გმირობა – მან, მსუბუქი ავტომობილიდან, რომელიც იგოეთთან ხეს შეეჯახა, თავისი ჯანმრთელობის რისკის ფასად, ამოიყვანა ოთხი მძიმე მდგომარეობაში მყოფი მგზავრი და პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია, სასწრაფო დახმარების მოსვლამდე. მისი მოსვლის შემდეგაც, აქტიურად ეხმარებოდა მედპერსონალს, სწორედ გოჩას ძალისხმევით მოხერხდა, ოთხი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა.
აი, ასეთ ადამიანებზე დგას საქართველო! ქვეყანა უნდა იცნობდეს და ჯეროვნად აფასებდეს, მის გამორჩეულ მამულისშვილებს!!! – წერს გიორგი გელაშვილი.