მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მამაკაცი 112 წლის არის. აღნიშნული ინფორმაცია guinnessworldrecords-ის გვერდზე ვრცელდება.
როგორც ცნობილია, იაპონელი მასაძო ნონაკა 1905 წლის 25 ივლისს დაიბადა.
ნონაკას ყველაზე ხანდაზმული მამაკაცის ტიტული ოფიციალურად მას შემდეგ გადაეცა, რაც თებერვალში 113 წლის ესპანელი, ფრანცისკო ნუნეზი გარდაიცვალა.
მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულ ადამიანად ჟან ლუიზ კალმანი მიიჩნევა, რომელმაც 122 წელი იცოცხლა.