სოციალურ ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი აქვეყნებს შეკვეთილში ანსამბლ „თოლიგეს“ ცეკვის გაკვეთილზე გადაღებულ ვიდეოს.
„შეკვეთილში, შემთხვევით ბიჭს გადავეყარე, რომელმაც გული შემიკუმშა და ჩემი ქართველობით კიდევ ერთხელ ამავსო სიამაყით“, _ წერს ის.
„გურია ნიუსი“ იმის გასარკვევად, თუ ვინ არის პატარა, ნიჭიერი მოცეკვავე ანსამბლ „თოლიგეს“ ხელმძღვანელს დაუკავშირდა.
„ის რეზი ტალახაძეა, ჯერ კიდევ პატარა, 7 წლის და დაახლოებით, წელიწადნახევარია, რაც ცეკვავს“, _ გვითხრა დავით ფრიდონიშვილმა.
ანსამბლი 9 წელია, რაც დაარსდა და ცეკვის სტუდია „თბილისი არტჰოლში“ აქვს.