ქალი მარტის აქციაზე დროშით, რომლის კადრმაც მსოფლიო მოიარა 47 წლის ნანა მალაშხიაა. მასთან ინტერვიუ “რადიო თავისუფლებამ” ჩაწერა.
“ვნახე, რომ ჩიტაძისკენ დაიძრა ხალხი და იყო ჩოჩქოლი. უკვე დგანან რობოკოპები და დგას წყლის ჭავლის მანქანა, რომელიც ასხამს წყალს ხალხს. ვერ გეტყვით როგორ აღმოვჩნდი იქ, ვხედავდი წყლის ჭავლს და უბრალოდ დავიძარი იქითკენ. ეს იყო სიბრაზე, ეს იყო ზუსტად ის ნაბიჯი, მოდით ვიტყვი პირდაპირ – კონსტიტუციის თავზე გადახევა და ფაქტიურად კი არადა საბოტაჟი , მითუმეტეს იმ დროს, როდესაც თუ არ ვცდები შემოდგომით, ხელახლა უნდა განიხილონ ჩვენი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, არანაირი შიშს გრძნობა არ იყო…” _ ამბობს რადიო თავისუფლებასთან ნანა მალაშხია.