პირი, რომელმაც სანკტ პეტერბურგის მეტროში აფეთქება განახორციელა წარმოშობით ყირგიზეთიდან არის, თუმცა რუსეთის მოქალაქეობა აქვს მიღებული. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ცენტრალური აზიის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ყირგიზეთის უშიშროების სამსახურის ცნობით, აფეთქება 1995 წელს დაბადებულმა აქბარზონ ჯალილოვმა განახორციელა.
მაუწყებლის ცნობით, ურთიერთ გამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, იყო თუ არა თავდამსხმელი თვითმკვლელი ტერორისტი.
ინტერფაქსის ცნობით, მას კავშირი ჰქონდა რადიკალურ ისლამთან.
როგორც ცნობილია, გუშინ მეტროსადგურში მომხდარი აფეთქების გამო სანქტ პეტერბურგის ხელისუფლებამ 3 დღიანი გლოვა გამოაცხადა.
გავრცელებული ცნობით, აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 49 დაშავდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებუილი შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა დამნაშავეების პასუხისგებაში მისაცემად, ხოლო გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, მომხდარს ბარბაროსული აქტი უწოდა.
ამავე თემაზე:
სანკტ პეტერბურგის მეტროსადგურში აფეთქება მოხდა