ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თეიმურაზ კუტუბიძემ განკარგულება გამოსცა.
როგორც განკარგულებაში წერია, საკრებულოში ბიძინა ცინცაძეს ილია კეკელიძე ჩაანაცვლებს.
“საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
N 62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
განკარგულება N43/2025
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამოკლებული წევრის ნაცვლად მისი ადგილმონაცვლის ცნობის შესახებ
„საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტების, 30-ე მუხლის მე-4 პუქნტის, 77-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 154-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ჩოხატაურის საკრებულოს 31 ოქტომბრის N 47-47253041 წერილის საფუძველზე, ვადგენ:
მუხლი 1. ცნობილ იქნას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სააარჩევნო სუბიექტის „ქართული ოცნება“ დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით არჩეული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამოკლებული წევრის ბიძინა ცინცაძის (პარტიულ სიაში N3) ადგილმონაცვლედ ამავე სააეჩევნო სიის საკრებულოს წევრობის კანდიდატი ილია კეკელიძე (პარტიულ სიაში N15).
მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (მისამართი: ქ. თბილისი. ლევან ფირცხელიანის 1. N7) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3. ეს განკარგულება ძალაშია ხელისმოწერისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე თ. კუტუბიძე”,_ წერია განკარგულებაში.
როგორც “გურია ნიუსს” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზაალ მამალაძემ უთხრა:
_ ჩვეულებრივი პროცედურაა. ბიძინა ცინცაძეს მერის პირველ მოადგილედ დანიშვნის გამო შეუწყდა საკრებულოს დეპუტატის უფლებამოსილება და სიაში შემდეგის, ილია კეკელიძის უფლებამოსილება იცნო განკარგულებით.
განკარგულებას საკრებულო შემდეგ სხდომაზე ცნობად მიიღებს.
































































