ლანჩხუთის მერიას „მიცუბიშის“ და „კიას“ მარკის ავტომობილები, როგორც გაირკვა ფინანსთა სამინისტრომ გადასცა უსასყიდლოდ. მანქანები 2011 წელს არის გამოშვებული და აუდიტის დასკვნით, მათი ღირებულება, შესაბამისად, 17 500 და 15000 ლარია.
„მიცუბიშის“ მარკის მანქანა მერს, ალექსანდრე სარიშვილს მოემსახურება, ხოლო „კია“ ინფრასტრუქტურის სამსახურის დაქვემდებარებაში იქნება.
როგორც ირკვევა, ლანჩხუთის მერიისთვის გადმოცემული მეორადი მანქანები სარემონტოა.
„მანქანები მეორადია და მცირედი რემონტი ჭირდება, რამე განსაკუთრებული დაზიანება არ აქვთ“-ამბობს ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ლევან ჩხაიძე.
ცნობისთვის, მერს სამსახურებრივი მანქანა არ ყავდა და მას ზემონახსენები სამსახურის კუთვნილი ძველი ავტომობილით უწევდა სარგებლობა.