https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ვინ და როგორ მართავს 25 000 უპატრონო ძაღლს თბილისში _ ცხოველთა დაცვის სფეროს პრობლემები

15:07; 3.07.2017
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოში ცხოველთა დაცვის ფეროში არსებული სიტუაცია კრიტიკას ვერ უძლებს. მოლოდ დედაქალაქის მასშტაბით, 25 000 უპატრონო ძაღლია, რომელთა დაცვაზეც ცხოველთა მონიტორინგის სამსახურია პასუხისმგებელი, თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის შეფასებით, მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარს უკვე გასცდა.

ვინ და როგორ მართავს 25 000 უპატრონო ძაღლს თბილისში, რა პრობლემებია ზოგადად ცხოველთა დაცვის სფეროში და რა პასუხისმგებლობა აქვს სახელმწიფოს, ამ საკითხებზე „გურია ნიუსი“ „ცხოველთა უფლებების ადვოკატირების ცენტრის“ წარმომადგენელს,  თამუნა აქუბარდიას ესაუბრა.

_ თამუნა, პრობლემებზე საუბრით დავიწყოთ. რა მდგომარეობაა დღეს ცხოველთა დაცვის სფეროში?

_პირველი და უმთავრესი პრობლემა ქუჩაში უპატრონო ძაღლების განუსაზღვრელი რაოდენობაა – ქალაქებში, სოფლებში, ყველგან. ამას ვხედავთ ყველანი, გვაწუხებს ეს პრობლემა ზოგს ჰუმანურობის თვალსაზრისითაც, რადგან ეს ძაღლები ავადმყოფობენ და კვდებიან ჩვენს თვალწინ. ზოგს უბრალოდ არ უნდა რომ ქუჩაში იყოს უპატრონო ძაღლი, სადაც არც არის მათი ადგილი. ვთანხმდებით არაცხოველმოყვარულებიც და ცხოველმოყვარულებიც, რომ ეს არის ძალიან დიდი პრობლემა.

ახლა არ მოვყვები რა სიტუაცია გვქონდა წარსულში, თუმცა ვიტყვი იმას, რომ მაშინაც და ახლაც პრობლემის მოსაგვარებლად მილიონები იხარჯებოდა და იხარჯება. წლების განმავლობაში პრობლემა გვარდებოდა იმით, რომ უპატრონო ცხოველებს იჭერდნენ და პირდაპირ კლავდნენ. ახლა, სიტუაცია შედარებით ჰუმანურია, გაიხსნა ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი, ერთი შეხედვი,თ თანამედროვე თავშესაფარია, მაგრამ როგორც მოქალაქეს, მადარდებს ის, რომ 4 მილიონი აქვს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მხოლოდ თბილისში, წელიწადში და ეს არამიზნობრივად იხარჯება.

_რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

_არაერთხელ ახსენეს თავად სააგენტოს წარმომადგენლებმა, რომ წელიწადში 500-900 ძაღლის გასტერილება ხდება. აქედან უმეტესობა დაავადებული გამოდის თავშესაფრიდან. წელიწადში 4 მილიონი ლარიდან მხოლოდ 220 ათასი ლარი ხმარდება ძაღლებს, 10 ათასი კი ფანქრებზე და პასტებზე მიდის, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ძაღლების დეზინფექციაზე წელიწადში კი მხოლოდ 500 ლარი იხარჯება, ეს იმ ფონზე, როდესაც ჭირის და ვირუსების ბუდეა თავშესაფარში. ციფრები თავად მიუთითებს პრობლემაზე. გამოდის რომ თითქოს გეგმას ასრულებენ მხოლოდ და არ ადარდებთ მომავალში რა შედეგს მივიღებთ.

საერთოდ საზოგადოების ინფორმირებულობაა პირველი ნაბიჯი პრობლემის მოსაგვარებლად  და კანონის მიღება,  რომელიც მოსახლეობასთან სასაუბრო თემასაც გაგვიადვილებდა. ეს კანონი ითვალისწინებს არა მარტო ძაღლის მიმართ სასტიკ მოპყრობას, არამედ, ცხოველის მოვლა-პატრონობასაც.

_დღეს ეს კანონი გვაქვს?

_არა გვაქვს, მაშინ როდესაც ევროპის ქვეყნებს ასეულობით კანონი აქვს მიღებული ცხოველთა  დაცვის სფეროში, ჩვენთან მხოლოდ ერთი კანონია და ისიც არ პასუხობს მოთხოვნებს. მუნიციპალიტეტებმა ადგილობრივი რეგულაციები შემოიღეს, რაც პირდაპირ ეწევა ცხოველთა მოყვარული ადამიანების დისკრედიტაციას.

_რას გულისხმობთ?

_მარტივი რეგულაციებია. ფაქტიურად ზღუდავს ცხოველის ყოლის უფლებას. სად არ შეიძლება ძაღლის გასეირნება და ა.შ. კარგია  შეზღუდვა, მაგრამ როცა ცხოველს კლავენ და ამას არ ვაჯარიმებთ, დაბმული ძაღლები რომ ჰყავთ აივანზე და პასუხისმგებელი არავინაა, გამოდის, რომ კანონი არ მოქმედებს.

_ანუ, გვაქვს კანონი, მაგრამ არ არის ეფექტური საჯარიმო სანქციები.

_ადგილობრივი რეგულაციით მინიმალურია ჯარიმა – 8 ლარი ცხოველის მოვლის წესების დაუცველობისთვის, მაგალითად, როცა ცხოველს არ აქვს ჩიპი. ის, რომ ძაღლს სასტიკად  ექცევიან, საერთოდ უგულვებელყოფილია. მეორე საკითხი, რასაც მუნიციპალურს ვედავები არის ის, რომ ახალი რეგულაციით, როცა ძაღლი იკარგება და თავშესაფარში გადაყავთ, 5 ლარი ღირს ის ღამის გათევა, დაახლოებით, 80 ლარამდე ადიხარ ხარჯებში.  ეს კიდევ პრობლემა არ იქნებოდა, რომ არ იყოს უამრავი დაავადება ამ თავშესაფარში; ყველანი ვცდილობთ რომ იქ ძაღლი არ მოხვდეს. ჭირი, ენტერიტი და ყველანაირი უბედურება ემართებათ. ცოტა ხნის წინ რამდენიმე სხვა თავშესაფარმა კარანტინი გამოაცხადა და დაიხურა. ესენი არ ხურავენ. გარდა ამისა, სააგენტო აკეთებს ცხოველთა დამცველების დისკრედიტაციას, ააგორა პროპაგანდა და არ აჩვენებს რეალობას. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ცხოველი ქუჩაში საერთოდ არ უნდა იყოს და ამას აკეთებს კიდეც ეს უწყება. მიდის, სადაც ბევრია ძაღლები, აქრობენ და თვითონვე ამბობენ, რომ ზოგს აძინებენ და ზოგს უკაცრიელ ადგილზე უშვებენ. ხალხს ჰგონია, პრობლემა მოგვარებულია. სინამდვილეში, სწორედ აქ არის პრობლემა.

_თქვენ წეღან კონკრეტული ციფრები დაასახელეთ, თუმცა მაინც მინდა გკითხოთ, ვინმეს აქვს შემოწმების უფლება, სააგენტოში რა ხდება? რაში და რამდენს ხარჯავს ეს უწყება?

_სწორედ ეს არის საქმე, რომ დახურეს ყველანაირი ინფორმაცია. ეს გვითხრეს ოფიციალურად. ის ამბავი რომ ქალაქგარეთ გაყავთ ძაღლები, ისინი უკან ბრუნდებიან და ისევ მოსახლეობას აწიოკებენ გარეუბნებში. ამით პრობლემა კი არ გვარდება, უფრო ღრმავდება. სულ რომ დააძინონ ძაღლები, მაინც ვერ მოგვარდება ეს პრობლემა. გაუკეთებიათ ევროპაში 200 წლის წინ, რომ მასობრივად დააძინეს ძაღლები, მაგრამ უარესი შედეგი მიიღეს, ორჯერ უფრო სწრაფად გამრავლდნენ. დაკავებულ ტერიტორიაზე ცხოველი გაცილებით ნაკლებ ლეკვს აჩენს, გასუფთავებულ ტერიტორიაზე – მეტს. ეს გამრავლების ინსტიქტის თემაა და ეს სააგენტოს ხელმძღვანელობამაც იცის, რომ გაწყვეტით პრობლემას ვერ მოაგვარებს.

ჩვენ ვთავაზობდით ამ მუნიციპალურ თავშესაფარს, რომ გავიდეთ რეგიონებში, დაველაპარაკოთ ადგილობრივ ხელმძღვანელობას, ვითანამშრომლოთ მათთან და ვაიძულოთ რომ ევროპულის მსგავსი თავშესაფრები გააკეთონ, სადაც პოპულაციის  მართვა იქნება მთავარი აქცენტი. როდესაც თავშესაფარი ამბობს, რომ 500 ძაღლი გაასტერილა, მაშინ, როდესაც ქალაქში 25 ათასი ძაღლია, ძალიან ცოტა რამ არის გაკეთებული.

_ვისი გამოთვლითაა 25 ათასი?

_პროცენტული მეცნიერული გამოთვლებით არის 25 ათასი მხოლოდ თბილისში. ლეკვობის პერიოდში ორმაგდება რიცხვი. ერთი ძაღლის სტერილიზაცია ნორმალურ კლინიკაში, დაახლოებით, 100 ლარი ღირს. მაქსიმალურად  რომ გავბეროთ ეს თანხა, 50 ათასი ლარი დაუჯდება ყველა ძაღლის გასტერილება. როგორ ასტერილებენ ეგ კიდევ ცალკე თემაა. გვქონია შემთხვევები, რომ მუნიციპალურის გასტერილებული ძაღლი ეგრევე გამოუშვიათ ქუჩაში და ნაწლავებგადმოყრილი დადიოდნენ; მერე ვთხოვეთ კლინიკებს და თავიდან გაკერეს. დაახლოებით, 4 წლის წინ, ამაზე დიდი ამბები გვქონდა. ესეც ვაპატიეთ, თავიდან ჩავთვალეთ რომ არ იცოდნენ. პირდაპირ ბრძოლა არ დაგვიწყია ჩვენ ამ სააგენტოს ხელმძღვანელობასთან. მაგრამ სიტუაცია გამოსწორების ნაცვლად, გაუარესდა.

_რა გამოსავალს ხედავთ არსებული სიტუაციიდან?

_ვთავაზობდით, რომ შეგვექმნა ცხოველთა პოლიცია. 20-კაციანი ჯგუფიც კი საკმარისი იქნებოდა დედაქალაქში. გვჭირდება ფორმიანი ადამიანი, რომელსაც კანონით ექნება თავისი უფლებები და მოსახლეობას აუხსნის, რომ მათ რაც არ უნდა იყვირონ ძაღლი, რომელიც საფრთხეს არ ქმნის, გასტერილებულია, აცრილი, მოვლილი, იქნება ქუჩაში და დაიცავს  ტერიტორიას. რომ წაიყვანონ ეს ძაღლები, გააქრონ იმ ადგილიდან, ორ თვეში იქ ახალი ძაღლი მოვა და დაიწყებს ცხოვრებას, რომელიც ისევ გასასტერილებელი იქნება, ისევ ასაცრელი და კვლავ შექმნის პრობლემებს.

_რაც შეეხება კანონს, რა ეტაპზეა მისი მომზადება?

_კანონი მომზადებულია, შესულია პარლამენტში და დაბლოკილია. თავის დროზე გიორგი ცაგარეიშვილმა პროგრესი შემოიტანა ქართულ საპარლამენტო  რეალობაში.  არცერთი ხელისუფლების პირობებში არ მომხდარა, ასეთ ჰუმანურ საკითხებზე დაფიქრებულიყვნენ. ჩვენ ვიყავით კანონპროექტის განხილვაზე.

_აგვარებს ეს კანონპროექტი არსებულ პრობლემებს თუ არის კიდევ საკითხები რაც ვერ დარეგულირდება?

_მე რამდენადაც მაშინ გადავხედე კანონპროექტს, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ სრულად ვერ მოაგვარებს. ეს არის შედარებით  უკეთესი ვარიანტი, ფართო, მაგრამ სულ არქონას ჯობს.

_კონკრეტულად რა საკითხებს დაარეგულირებს კანონი?

_უნდა მოწესრიგდეს ცხოველთა ვაჭრობის საკითხი, სადაც პოპულაციის მართვა იქნება შესაძლებელი. კანონპროექტში ყველაფერი გაწერილი იყო. საუკეთესო პრაქტიკის ქვეყნები ავიღეთ და მათი კანონმდებლობის მიხედვით ჩამოვწერეთ ჩვენი შეხედულებები, რომელიც გარემოს დაცვის კომიტეტის იურისტებმა იმუშავეს კანონპროექტის სახე მიეცათ.

_მთავრობას ამ მიმართულებით რა ხედვა აქვს?

_ხედვა არ აქვთ საერთოდ. ყოველწლიურად ითხოვენ სააგენტოს დაფინანსების გაზრდას და უზრდიან კიდეც, თუმცა სახელმწიფოს პოლიტიკის არარსებობის გამო, პრობლემა ვერ გვარდება.

_სააგენტოს ახლანდელი ბიუჯეტი 4 მილიონი ლარი არის თუ არა იმისთვის საკმარისი, რომ პრობლემა ნაწილობრივ მაინც მოგვარდეს?

_ამ ყველაფრის მოგვარება ამ თანხით შესაძლებელია, მომხრე ვარ, რომ ტენდერი გამოეცხადებინა ხელისუფლებას, არ არის საჭირო, რომ მაინცდამაინც მუნიციპალური ატარებდეს სტერილიზაციას. დავიქირავოთ კარგი ვეტერინარები, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიაროს და მეტი ხარჯი არ გვქონდეს. ერთმა მუნიციპალიტეტმა და ვეტერინარმა რამდენი უნდა გაასტერილოს? აქ საჭიროა მასობრივი შეტევა სტერილიზაცია-კასტრაციაზე. ვამბობდი, რომ თითო რეგიონს ეყოფოდა ერთი ვეტერინარი და ეს არ შექმნიდა პრობლემას. სულ რამდენიმე თვე უნდა ამის სწავლას. რეანომობილი გაეკეთებინათ, ერთი მანქანა იქნებოდა საჭირო, მაშინ როდესაც სააგენტოს თანამშრომლები ძალიან მაგარი მანქანებით დადიან. ასეთ პროგრამებზე იყო თანხების დახარჯვა საჭირო, ამას ვსაუბრობდით წლების წინაც და ახლაც. თუმცა არაფერი არ არის შეცვლილი და გამოსწორებული.

_თავშესაფარზეც რომ ვისაუბროთ. რა სიტუაციაა იქ, ვინ აკეთებს მონიტორინგს? გაქვთ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოწმების უფლება?

_რა გითხრათ, ახლა მუნიციპალურ თავშესაფარში ჭირის ეპიდემია იმ დონეზეა, რომ კატასტროფული სიტუაციაა. რად მინდა მათი რემონტები და გათბობის სისტემა, თუ ძაღლი მოკვდება? ერთადერთი არის თეიმურაზ წიქორიძე, რომელიც მეტნაკლებად ახერხებს მათ მონიტორინგს, მაგრამ ეს არის ტექნიკური დეტალების მონიტორინგი. ისინი ამბობენ, რომ დიახ, ჩვენ გვაქვს ჭირი, ამას არც მალავენ და არც მიკვირს რომ არის, ძალიან რთულია პრევენცია. ევროპის სტანდარტების შესაბამისი სტანდარტები უნდა იყოს, რომ იქ ჭირი არ გაჩნდეს. თუ ჩვენ ვერ ვაგვარებთ ამას, თუ არ გვაქვს ინფორმაციული  უზრუნველყოფა საზოგადოების, ვერ ვახერხებთ რეგიონებთან კომუნიკაციას, თუ ვერ ვაგვარებთ  გამრავლების საკითხებში კანონპროექტის რაღაცნაირად განხილვას. თუ ვერ ვაგვარებთ გასტერილებული ძაღლებისთვის  პირობების შექმნას და გაკონტროლებას როგორ მიდის მათი ცხოვრება, გამოდის, რომ ვერაფერს ვაკეთებთ. რა ხეირი მოაქვს ამ სამსახურს მაშინ?!

_რამდენი ხნით იტოვებენ თავშესაფარში ძაღლს?

_მაქსიმუმ 10 დღე იტოვებენ და მერე ბუნებრივ  არეალში უშვებენ, მაგრამ ჩვენ გვიპოვია ასეთ ადგიალებში ძაღლები და ლეკვებიც, სადაც არც წყალია და არც საკვები. იქ გადარჩენის შანსიც არ აქვთ. ძალიან ცოტა პროცენტი აღწევს დასახლებულ პუნქტამდე.

 

შენიშვნა: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

საქსტატი: წლიურად ყველაზე მეტად სურსათი გაძვირდა

12:26; 5 იანვარი, 2026
საზოგადოება

ცნობილია, ვინ აიღებს ამ თვეში მომატებულ ხელფასს

16:02; 4 იანვარი, 2026
საზოგადოება

4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა

15:49; 4 იანვარი, 2026
საზოგადოება

„ჭინჭრის ციების მსგავსი გამონაყარი, შეშუპება… შეიძლება ანაფილაქსიაც გამოიწვიოს” – ზაზა თელია

15:06; 4 იანვარი, 2026
საზოგადოება

ბი­ძი­ნა და ეკა­ტე­რი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლე­ბი წერილს აქვეყნებენ

13:18; 4 იანვარი, 2026

ვინ აჩუქა ვანო ზარდიაშვილს 100 ათასი დოლარი და რა თანხად შეიძინა 4 ბინა ერთ წელიწადში

რა ქონებას ფლობს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალი უფროსი

ყველა სიახლე

საზოგადოება

საქსტატი: წლიურად ყველაზე მეტად სურსათი გაძვირდა

12:26; 5.01.2026
სამართალი

დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით 1 პირი დააკავეს

12:15; 5.01.2026
ზაფრანი

მსოფლიოს საუკეთესო ნაძვის ხეები

9:46; 5.01.2026
ზაფრანი

საშობაო ბაზარი

9:44; 5.01.2026
ზაფრანი

უცნობი მაკოლეი კალკინი

9:37; 5.01.2026
ზაფრანი

“ALL I WANT FOR CHRISTMAS IS YOU” – რა თანხას გამოიმუშავებს მერაია ქერი

9:24; 5.01.2026
სამართალი

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ბავშვი დაშავდა, ერთ-ერთი მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა

22:51; 4.01.2026
მსოფლიო

რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

18:53; 4.01.2026
პოლიტიკა

საქართველოს საგარეო უწყება ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

18:32; 4.01.2026
ფინანსები

ოქრო ერთ წელში 64%-ით გაძვირდა – რა ღირს 1 გრამი საქართველოში

16:07; 4.01.2026
საზოგადოება

ცნობილია, ვინ აიღებს ამ თვეში მომატებულ ხელფასს

16:02; 4.01.2026
საზოგადოება

4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა

15:49; 4.01.2026
საზოგადოება

„ჭინჭრის ციების მსგავსი გამონაყარი, შეშუპება… შეიძლება ანაფილაქსიაც გამოიწვიოს” – ზაზა თელია

15:06; 4.01.2026
სამართალი

“ეზოს ჭიშკართან მიყვანილი ბავშვი მომიკლა!” _ რას წერს ავარიის შედეგად დაღუპული გოგოს და

14:30; 4.01.2026
საზოგადოება

ბი­ძი­ნა და ეკა­ტე­რი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლე­ბი წერილს აქვეყნებენ

13:18; 4.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო