ვინ იქნება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ახალი მინისტრი – პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა დატოვა და თანამშრომლებს დაემშვიდობა.
ვრცელდება ინფორმაცია სავარაუდო კანდიდატებზე, მათ შორის განათლების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი სახელდება.
არაოფიციალური ინფორმაციით საუბარია მეორე კანდიდატზეც. შესაძლოა მინისტრის პოსტი ბატიაშვილის ყოფილმა მოადგილემ ირინა აბულაძემ დაიკავოს.
მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, ამ მიმართულებით კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტულ შემცვლელს ყოფილი მინისტრი არ ასახელებს.
ბატიაშვილის ინფორმაციითვე კონსულტაციები მიმდინარეობს სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც შესაძლოა უწყება ორად გაიყოს.
ასევე, არაოფიციალური ინფორმაციით, კულტურის მინისტრის პოსტი, შესაძლოა, მიხეილ ბატიაშვილის ყოფილმა მოადგილემ ბადრი მაისურაძემ დაიკავოს.
“კურიერის” შეკითხვა მაისურაძემ უპასუხოდ დატოვა.