სამტრედიის მუნიციპალიტეტში, გამოჩინებული- ტოლები- ნოღის მე-19 და 26- ე უბნებზე 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებიც ჩატარდა.
გამოკლებული წევრის, ილია მჟავიას ადგილის დასაკავებლად საკრებულოს მაჟორიტარობითვის აქ სამი კანდიდატი იბრძოდა: ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობიდან ” სერგო შანიძე, ,,ლელოდან” მალხაზ იანტბელიძე და ,, ქართული ოცნებიდან ” როლანდ ეცადეიშვილი.
ამომრჩეველთა 234 ხმა სერგო შანიძემ, 121 ხმა მალხაზ იანტბელიძემ, 504 ხმა როლანდ ეცადეიშვილმა აიღეს.
მიღებული შედეგებით სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ,, ქართული ოცნების ” გამოკლებული მაჟორიტარის ადგილს ისევ ,,ქართული ოცნების ” კანდიდატი, როლანდ ეცადეიშვილი დაიკავებს.
ავტორი