როგორც უკვე ვწერდით, ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს რამდენიმე დღეა რაც ახალი დირექტორი ჰყავს.
ნატო მენაღარიშვილი აღნიშნულ პოსტზე ირმა კეშელავამ შეცვალა.
ცნობისთვის, კეშელავა პროფესიით ინჟინერ-ეკონომისტია.
რაც შეეხება, კეშელავას გამოცდილებას სამედიცინო სფეროში, 2017-2021 წლებში ლეკიანის გადაუდებელ სამედიცინო დახმარების ცენტრში მუშაობდა, პარალელურად, 2018 წლიდან მუშაობდა ქობულეთის სამედიცინო ცენტრში.