თხის რქა ლომზე ხდება მიჯაჭვული – ასტროლოგები ურჩევენ თხის რქას, მისი სიყვარულის ობიექტი ლომი ყოველდღიურ რუტინულ ცხოვრებაშიც გაიცნოს. ასე მის მიმართ მიჯაჭვულობა აუცილებლად გაუქრება.
მერწყული იხიბლება ქალწულით – ალბათ, უცნაურია, რომ ისეთი ეგოისტი, როგორიც მერწყულია, ვინმეს ფეხქვეშ გაეგოს, მაგრამ ქალწულთან საქმე სხვაგვარადაა. ერთადერთი ვარანტი ქალწულისგან თავის დასაღწევად დროა – მერწყულს დროთა განმავლობაში მობეზრდება ქალწულის მიერ დადგენილი მკაცრი გრაფიკით ცხოვრება.
თევზები დამოკიდებულია სასწორზე – გამომდინარე იქიდან, რომ სასწორებს მერყეობა ახასიათებთ, თევზებს უწევს წყვილში გადამწყვეტი როლის თამაში. ამ ურთიერთობაში თევზები აშკარად გრძნობს საკუთარ უპირატესობას და ზუსტად აქ არის მისი პრობლემაც.
ვერძი მიჯაჭვულია მორიელზე – ერთ-ერთი რთული და ემოციებით სავსე კავშირია, რომელშიც ყველაზე ხშირად ვერძი იტანჯება. იგი ვერაფრით ახერხებს, დაიმსახუროს მანიპულატორი მორიელისგან სრული სიმპათია და ყურადღება. უყურადღებობა კი ნებისმიერ ვერძს აცოფებს… და აიძულებს, კიდევ უფრო მეტად გახდეს ინტერესის ობიექტზე დამოკიდებული.
































































