“გურია ნიუსის” მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, რომ კონსტანტინე შარაშენიძესთან ერთად, პარტია “ქართული ოცნებიდან” გაირიცხნენ ტიტე და ამირან ბაქანიძეები, გრიგოლ კოსტავა, ალექსანდრე ცეცხლაძე და ალექსანდრე ბურძგლა.
პარტიის ოზურგეთის ორგანიზაციის ბიუროს სხდომის ოქმის თანახმად, რომელი 26 სექტემბრით არის დათარიღებული, სხდომის თავმჯდომარემ დავით დარჩიამ დააყენა ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანების გარიცხვის საკითხი.
გარიცხვის მიზეზად ოქმში პარტიის წესდების მესამე მუხლია მითითებული _ ამ მუხლის თანახმად, პარტიის წევრმა მონაწილეობა არ უნდა მიიღოს საქმიანობაში და არ გააკეთოს განცხადება, რომელიც ეწინააღმდეგება პარტიის პოლიტიკურ კურსს, პოზიციას, მიზანს და ამოცანებს; თავისი ქმედებით არ დაუშვას პარტიის დისკრედიტაცია.
სხდომის ოქმს ხელს დავით დარჩია, გიორგი ღურჯუმელიძე, კობა დუნდუა და დავით ჭაკნელიძე აწერენ.