თბილისის კიდევ ორ ოლქში — დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე შეჯერდა დღეს ოპოზიცია, რომელიც “ლეიბორისტული პარტიის“ოფისში შეიკრიბა.
დიდუბე-ჩუღურეთში საერთო კანდიდატი “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე იქნება, საბურთალოზე კი _“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი.
შეხვედრაზე ასევე შეთანხმდნენ საერთო დეკლარაციაზე, რომლის მიხედვითაც პარტიები ერთმანეთის ხმების დაცვის ვალდებულებას იღებენ.
ამდენად, თბილისის საარჩევნო ოლქებში ოპოზიციური პარტიების ნაწილის საერთო კანდიდატები არიან: ელენე ხოშტარია – ვაკე; ნიკა მელია – გლდანი; გიორგი ვაშაძე – ისანი; ლევან ხაბეიშვილი – სამგორი; შალვა შავგულიძე – მთაწმინდა/კრწანისი; შალვა ნათელაშვილი – ნაძალადევი; ზურაბ ჯაფარიძე- დიდუბე-ჩუღურეთი; ირაკლი ოქრუაშვილი – საბურთალო.


































































