31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს ჩოხატაურში მომღერალი ოთო ნემსაძე იმღერებს.
საახალწლო გასართობი პროგრამა 21 საათზე საბავშვო აქტივობებით დაიწყება. ასევე, ანიმატორები ბავშვებისთვის გამართავენ შოუს.
გელოდებით 31 დეკემბერს!
21:30 ადგილობრივი ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლები გამოვლენ მაყურებელთა წინაშე.
სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული ოთო ნემსაძის და მისი ბენდის კონცერტი 22:30 საათზე დაიწყება.
დღესასწაული ჩოხატაურში, ხელოვნების სასახლის წინ 00:00 საათზე საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.
































































