სენაკში, სოფელ ლეძაძამეში 32 წლის მამაკაცი, რევაზ სიგუა გარდაიცვალა.
როგორც “გურია ნიუსს” ადგილობრივებმა განუცხადეს,ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ,თრომბია.
“შეგვძრა ამ ტრაგედიამ, სიცოცხლით სავსე ვაჟკაცი, ჩვენი რევაზი დაიღუპა….საშინელებაა.. ვინ იფიქრებდა ამ ტრაგედიას, გუშინ წინ დაბადების 32 წლის იუბილე გადაიხადა, გუშინ კი თრომბით დაიღუპა. სასწრაფო დროულად მოვიდა,მაგრამ,სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა”,_ ამბობენ ისინი.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილს მეუღლე და ერთი შვილი დარჩა.
ავტორი