https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

    ომანის სანაპიროსთან ნავთობტანკერზე თავდასხმა მოხდა

    რუსეთმა დონეცკის ოლქი დაბომბა

    ირანში აშშ-ს საელჩოზე შტურმი სცადეს

    ისრაელში მოსალოდნელი სარაკეტო თავდასხმის გამო, განგაშია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ვინ იყო ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომლის იდეები დღესაც გადის ტესტირებას აშშ-ს სამხედრო ძალებსა და NASA-ში

21:21; 21.08.2021
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

ალექსანდრე ქართველიშვილი – ცნობილი ქართველი ავიაკონსტრუქტორი, ამერიკის საავიაციო ისტორიის თვალსაჩინო და მოწინავე წარმომადგენელი, რომელმაც  თვითმფრინავების 14 სხვადასხვა მოდიფიკაცია შექმნა. 4 მათგანი კი ამერიკის და მსოფლიო ავიაციის ლეგენდა გახდა.

დაიბადა  1896 წლის 9 სექტემბერს ცნობილი იურისტის,  მიხეილ ქართველიშვილის ოჯახში. პატარა ალექსანდრემ ბავშვობიდანვე გამოავლინა განსაკუთრებული ინტერესი ტექნიკური საგნებისადმი და 1914 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია. გიმნაზიის დასრულების შემდეგ  მეფის არმიაში არტილერისტად ჩაირიცხა და პირველი მსოფლიო ომის საბრძოლო ოპერაციებში იღებდა მონაწილეობას. ერთ-ერთი ასეთი ოპერაციის შედეგად ფეხში დაიჭრა და ბრძოლას გამოეთიშა.

1919 წელს 23 წლის ქართველიშვილმა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობას თხოვნით მიმართა, რომ  სწავლის პარიზში გაგრძელაბაში დახმარებოდნენ. იმ პერიოდში ავიაციის ინჟინერიის ყველაზე ძლიერი და პრესტიჟული სასწავლებელი პარიზში იყო. ალექსანდრე მთავრობის ხელშეწყობით დედასთან ერთად საფრანგეთში გაემგზავრა, ხოლო მამა და და საქართველოში დარჩნნენ. მათი ოჯახი შემდეგში აღარასოდეს გაერთიანებულა, რადგან ალექსანდრემ სწავლის დამთავრების შემდეგ უარი თქვა კომუნისტურ საქართველოში დაბრუნებაზე. სწავლის პერიოდში ოჯახისა და საკუთარი თავის რჩენის მიზნით ცირკში სატანვარჯიშო ასპარეზოებში მონაწილეობდა და ბავშვებსაც ამზადებდა მათემატიკაში.

1922 წელს პარიზში სასწავლებელის დამთავრების შემდეგ კომპანია“ბლერიოში“  გამომცდელ მფრინავად დაიწყო მუშაობა. ერთ-ერთი ფრენისას ავარიის შედეგად კისრისა და ხერხემლის მძიმე ტრავმები მიიღო და იძულებული გახდა, ფრენას დამშვიდობებოდა. იმ დღიდან დაიწყო მისი, როგორც ავიაკონსტრუქტორის საქმიანობა კომპანია „სოსიეტე ინდუსტრიალეში“, რომლის დირექტორი ცნობილი ავიატორი, ლუი ბლერიო იყო. ამ კომპანიაში მასთან ერთად მუშაობდნენ მისი მეგობრები – არმანდ თიბო და ედმონდ შანარდი. ალექსანდრეს და მის მეგობრებს ერთად ჰქონდათ ბინა ნაქირავები და მუშაობდნენ სხვადასხვა ნოვატორულ პროექტზე. მათ შექმნეს 2 თვითმფრინავი – „ბერნარი“ და „ფერბო“, რომლებმაც 1924 წელს სიჩქარის მსოფლიო რეკორდი დაამყარეს. ამ წარმატების შემდეგ ახალგაზრდა ინჟინრები ძალიან პოპულარულები გახდნენ პარიზში, თუმცა მათი ყურადღება და დრო მაინც ტრანსატლანტიკურ ფრენებს ეთმობოდა.

ამ ძალიან ამბიციური იდეის ხორცშესხმა 1927 წელს ამერიკელმა მილიონერმა ჩარლზ ლევინმა შეძლო და ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ტრანსატლანტიკური მგზავრი. ლევინმა ამის შემდეგ გადაწყვიტა, აეგო სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც  დიდი რაოდენობით მგზავრების გადაყვანას შეძლებდა ამერიკიდან ევროპაში. ამ იდეით 1927 წელს ჩარლზ ლევინი პარიზში ჩავიდა და სტუმრად სწორედ იმ ოჯახს ეწვია, სადაც ალექსანდრე ქართველიშვილის დედა, ელენე ქართველიშვილი დიასახლისად მუშაობდა. ის ახალგაზრდა ავიაინჟინრებს ეძებდა, რომლებიც ამ იდეის ხორცშესხმაში დაეხმარებოდნენ. მალე ალექსანდრე და ჩარლზ ლევინი ერთმანეთს შეახვედრეს. აღმოჩნდა, რომ ალექსანდრესა და მის მეგობრებს მსგავსი თვითმფრინავის პროექტი უკვე მზად ჰქონდათ. ლევინი იმდენად მოიხიბლა მათი პროექტით, რომ ეს სამი ნიჭიერი ახალგაზრდა მეგობარი ალექსანდრეს მონაწილეობით აგებული ხომალდით „აკვიტანია“ ამერიკაში წაიყვნა.

ინჟინერებმა ძალიან მალე წარუდგინეს ჩარლს ლევინს ხარჯთაღრიცხვა პროექტის განსახორციელებლად, თუმცა თანხა იმაზე ბევრად მეტი აღმოჩნდა, ვიდრე  ლევინს ჰქონდა წარმოდგენილი. ამიტომ მან ახალგაზრდებს ალტერნატიული პროექტი შესთავაზა და სთხოვა შეექმნათ შედარებით პატარა თვითმფრინავი, რომელიც შეძლებდა ნიუ-იორკიდან მოსკოვამდე დაუჯდომლად ფრენას და დაამყარებდა მსოფიო რეკორდს დისტანციაში. ახალი თვითმფრინავის სახელად „ბიძია სემი“ შეარჩიეს. ამის მიუხედავად ყველაფერი მაინც ძალიან ცუდად განვითარდა. ლევინი მუდმივად ცდილობდა ფულის დაზოგვას და ახალი ძრავების ნაცვლად ძველ ძრავებს ყიდულობდა. ამას დაემატა ისიც, რომ ჩარლზ ლევინი  დიდ ფინანსურ მაქინაციებში გაეხვა და მის წინააღმდეგ ფედერალურმა ბიურომ საქმე აღძრა. მალე ლევინმა ყველაფერი დაკარგა და მთელი ქონება აუქციონზე გაიყიდა თვითმფრინავების ჩათვლით. დაუდგენელია მიზეზი, თუმცა აუქციონის მეორე დღეს შენობა, რომელშიც ალექსანდრე ქართველიშვილის მიერ შექმნილი თვითმფრინავები იდგა, დაიწვა.

ალექსანდრე და მისი მეგობრები ყველანაირი შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ქართველი ავიაკონსტრუქტორი ხან ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა და ხან მანქანებს რეცხავდა ქუჩაში, რომ საჭმლის ფული მოეგროვებია. მალევე ალექსანდრე ქართველიშვილი კომპანია „ფოკერმა“ მიიწვია ინჟინრად, რათა  მეტალით თვითმფრინავების მშენებლობის პრაქტიკა დაენერგა ამერიკაში. „ფოკერში“(fokker american company) ერთწლიანი მუშაობის განმავლობაში მან მრავალი საინტერესო სიახლის დანერგვა შეძლო.

1931 წელს უკვე საკმაოდ ცნობილი ალექსანდრე ქართველიშვილი ნიუ-იორკში შეხვდა თბილისში დაბადებულ და გაზრდილ ალექსანდრე სევერსკის. აღმოჩნდა, რომ სევერსკიც ავიამშენებლობით იყო დაინტერესებული და თავისი იდეების განსახორციელებლად  კომპანიაში(„სევერსკის თვითმფრინავების კორპორაცია“) ძალიან სჭირდებოდა ნიჭიერი ავიაინჟინერი. მათ ერთად დაიწყეს მუშაობა და  სევერსკის მარკეტინგული ნიჭის წყალობით კომპანიამ მალევე დაიკიავა მოწინავე პოზიციები.  კომპანიაში ალექსანდრე ქართველიშვილი ვიცე-პრეზიდენტისა და მთავარი ინჟინერის პოზიციას იკავებდა.

1935 წელს ალექსანდრე ქართველიშვილმა შექმნა P-35 – მსოფლიოში პირველი მთლიანად ლითონის სამხედრო თვითმფრინავი გასაშლელი საშით. ამერიკის არმიამ ეს თვითმფრინავი ძალიან დიდი რაოდენობით შეიძინა. თვითმფრინავი ასევე დიდი წარმატებით გაიყიდა კოლუმბიაში, შვეიცარიაში, იაპონიასა და ჩინეთში.

1939 წელს ალექსანდრე სევერსკის პრობლემები შეექმნა კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოსთან და ის თავისივე კომპანიიდან არამიზნობრივი ხარჯვისა და არარეალური მიზნების დასახვის ბრალდებით გაათავისუფლეს. ალექსანდრე ქართველიშვილი კი თავის პოზიციაზე დარჩა.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში პრეზიდენტმა რუზველტმა ოჰაიოში შეხვედრა გამართა ამერიკელ ავიაკონსტრუქტორებთან და მათ ისეთი თვითმფრინავის შექმნა დაავალა, რომელიც ჰიტლერის ავიაციას გაუმკლავდებოდა. ხმაურიან შეხვედრაზე იმყოფებოდა ალექსანდრე ქართველიშვილიც, რომელმაც ფურცელზე  ფანქრით ნახაზი თავისი თვითმფრინავის გეგმა წარუდგინა ხელმძღვანელობას. იდეა მოეწონათ და 9 თვეში , 1941 წლის 6 მაისს პირველი P-47 thunderbolt-ის საცდელი ფრენა განხორციელდა. ეს ლეგენდარული თვითმფრინავი მეორე მსოფლიო ომში 1942 წლიდან ჩაერთო და მაშინვე მოიპოვა დიდი პოპულარობა. ის იმდენად გამძლე და ძლიერი იყო, რომ მისი ჩამოგდება პრაქტიკულად შუძლებელი გახდა. ხშირად ჭურვი მოტორში ხვდებოდა და დაზიანებული მოტორითაც კი ახერხებდა მიწაზე მშვიდობით დაბრუნებას. 1941-1945 წლებში ამ თვითმფრინავის რეკორდული რაოდენობა-  15677 აწარმოეს.

1950 წელს დაიწყო კორეის ომი. საბჭოთა კავშირის მიგ-15-ის წინააღმდეგ ამერიკის მხრიდან იბრძოდნენ F-86 და ქართველიშვილის F-84. ამ თვითმფრინნავმა მაშინვე გამოიჩინა თავი როგორც ძალიან სწრაფმა და ეფექტურმა გამანადგურებელმა. F-84-ის 3 მოდიფიკაცია შეიქმნა და სულ 7524 თვითმფრინაში გამოუშვეს.

ამ პერიოდში სულ უფრო რეალური ხდებოდა ცივი ომი. ამერიკა და საბჭოთა კავშირი ერთმანეთს შეიარაღებასა და ტექნოლოგიების განვითარებაში ეჯიბრებოდნენ. ამ პროცესში ალექსანდრე ქართველიშვილმაც შეიტანა თავისი წვლილი, თუმცა თავიდან მას ეჭვის თვალით უყურებდნენ. მისი სამშობლო, საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, რომელმაც ამერიკის თითქმის ყველა სამხედრო საიდუმლო იცოდა. 1954 წელს ალექსანდრე ქართველიშვილმა  ამერიკის მთავრობას და საზოგადოებას წარუდგინა  XF-103. ეს იყო ულტრათანამედროვე თვითმფრინავის პროექტი, რომელიც წარმოების შემთხვევაში შეძლებდა 3700კმ/სთ სიჩქარით ფრენას, თუმცა ამ პროექტზე მუშაობა  1957 წელს შეჩერდა.

ყველაფრის მიუხედავად ალექსანდრე ქართველიშვილმა მუშაობა განაგრძო და 1958 წელს გამოჩნდა მისი კიდევ ერთი ლეგენდარული თვითმფრინავი F-105, რომელიც პირდაპირ ვიეტნამის ომში გაგზავნეს. F-105-მა ვიტნამის ომში დაბომბვითი ოპერაციების 75% შეასრულა. ამ თვითმფრინავს შეეძლო ბგერაზე 2-ჯერ სწრაფად ეფრინა და ამავე დროს მსოფლიოში ერთადერთი გამანადგურებელი იყო, რომელსაც ატომური ბომბის გადატანა შეეძლო. 1958 წელს შექმნილი თვითმფრინავი 27 წლის განმავლობაში წარმატებულად გამოიყენებოდა ამერიკის სამხედრო ავიაციის რიგებში.

ალექსანდრე ქართველიშვილის უკანასკნელ ქმნილებად შეიძლება ჩაითვალოს ამერიკული სამხედრო ავიაციის კიდევ ერთი ლეგენდა A-10 thunderbolt 2.  თვითმფრინავმა ყველანაირი რეკორდი მოხსნა. მან პირველი ფრენა 1972 წლის 10 მაისს განახორციელა და დღესაც გამოიყენება აშშ-ს ავიაციასა და ნატოს მისიებში.

1974 წლის 20 ივლისს ალექსანდრე ქართველიშვილი ნიუ-იორკში გარდაიცვალა.  თითქმის 40 წლიანი კარიერის მანძილზე მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა მსოფლიო ავიაციის განვითარებაში. ავიამშენებლობისა და აერონავტიკის დარგში დიდი დამსახურებისთვის ქართველ ინჟინერს მიღებული ჰქონდა აშშ მეცნიერების ეროვნული მედალი. იყოს ტემპლისა და ბრუკლინის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი, სახელმწიფო საავიაციო კომიტეტისა და მრავალი საზოგადოების წევრი.

მისი იდეები დღესაც ტესტირებას გადის ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალებსა და NASA-ში. მისი რამდენიმე იდეა და მოდიფიკაცია დღესაც გასაიდუმლოვებულია და მათზე ინტენსიური ექსპერიმენტული სამუშაოები მიმდინარეობს.

[sexy_author_bio]

გაზიარება8Tweet5Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

10:26; 20 თებერვალი, 2026
ისტორია

,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

13:07; 12 თებერვალი, 2026
ისტორია

ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

11:25; 5 თებერვალი, 2026
ისტორია

ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

10:45; 14 იანვარი, 2026
ისტორია

“ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

15:02; 12 იანვარი, 2026

საქართველო სიკვდილიანობით 100 000 მოსახლეზე პირველ ადგილზეა _ New York Times-ის კვლევა covid 19-ის გავრცელებაზე

ვეკუას სკოლის პედაგოგების 85% ვაქცინირებულია

ყველა სიახლე

საზოგადოება

სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში, შეექმნება თუ არა საფრთხე სხვის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, სადაც ცხოვრობთ – იურისტის განმარტება

18:31; 1.03.2026
პოლიტიკა

განიხილავს თუ არა “გახარია საქართველოსთვის” ოპოზიციასთან გაერთიანებას – რას ამბობს ტატა ხვედელიანი

18:16; 1.03.2026
პოლიტიკა

„შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდა

17:14; 1.03.2026
საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევა გორში – ვიდეო ადგილიდან

16:39; 1.03.2026
სპორტი

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტაშკენტის ,,გრანდ სლემის” ვიცე-ჩემპიონია

16:33; 1.03.2026
საზოგადოება

როდის გამოიდარებს საქართველოში? – პროგნოზი უახლოესი დღეებისთვის

16:22; 1.03.2026
საზოგადოება

თბილისის მერია: უხვი ნალექის გამო დედაქალაქში გარკვეული პრობლემები შეიქმნა

16:00; 1.03.2026
საზოგადოება

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან 20-ზე მეტი ფრენა გაუქმდა

15:21; 1.03.2026
საზოგადოება

სამხრეთ საქართველო და გაზაფხული:  „1 მარტს თოვლის ნაბდით დახვდა“

15:03; 1.03.2026
მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

14:57; 1.03.2026
მსოფლიო

ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

14:49; 1.03.2026
საზოგადოება

კლდოვანი მასა ჩამოვიდა – აკრძალულია მოძრაობა

14:22; 1.03.2026
საზოგადოება

საბურთალოზე კედელი ჩამოიშალა

14:19; 1.03.2026
საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

13:28; 1.03.2026
მსოფლიო

ომანის სანაპიროსთან ნავთობტანკერზე თავდასხმა მოხდა

13:04; 1.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
0

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო