საქართველო – საბერძნეთის საფეხბურთო მატჩის მთავარი არბიტრის ვინაობა ცნობილია.
შეხვედრის მთავარი მსაჯი პოლონელი შიმონ მარჩინიაკი იქნება.
ის 2023 და 2024 წლებში „ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ“ მსოფლიოს საუკეთესო რეფერად დაასახელა.
მან მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალშიც იმსაჯა.
ინფორმაციისთვის, საქართველო-საბერძნეთის შეხვედრა 26 მარტს, 21 საათზე დაიწყება. გამარჯვებული გუნდი ევრო 2024-ის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლებას მიიღებს.