„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ირაკლი ღლონტმა დღეს გამართულ შეხვედრაზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ვიცე–მერის თანამდებობაზე გამოცხადდება საჯარო კონკურსი.
ირაკლი ღლონტმა ასევე ოზურგეთს წარუდგინა ხედვა ახალგაზრდული პოლიტიკის მიმარულებით და მისი განმარტებით 2 ოქტომბრის შემდეგ შეიქმნება ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო, რომელმაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით უნდა უხელმძღვანელოს იმ ტიპის პოლიტიკას, რომ ახალგაზრდებს ე.წ. ბირჟის, ქუჩის და მეტადონის პროგრამის ნაცვლად ჰქონდეთ სხვადასხვა პროექტში თვითრეალიზების შესაძლებლობა. სააგენტოს დირექტორად კი ოზურგეთელი ახალგაზრდა მედიკოსი – ილია მალაზონია დაასახელა.
მერობის კანდიდატის გუნდში დასახელებულ იქნა ცნობილი ექიმის, ანესთეზიოლოგ – რეანიმატოლოგის, ლევან გოგუაძის კანდიდატურა.
ოზურგეთის საარჩევნო შტაბს საერთო კოორდინაციას და ხელმძღვანელობას გაუწევს დეპუტატი ბესიკ ქათამაძე.
[sexy_author_bio]