https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ვინ იყო “ბატონი არკადინი”, რომლის შექმნა უელსს სტალინის ფიგურამ შთააგონა

7:07; 17.07.2017
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

ამ რამდენიმე წლის წინ რამდენიმე უმაღლესმა სასწავლებელმა უარი შემომითვალა ჩემს განცხადებაზე წამეკითხა ლექციები კინორეჟისურასა და კინოს ისტორიაში – ცენზი არ გაქვსო, ანუ დოქტორის წოდებაო. როცა გადავხედე თუ ვინ იყვნენ ლექტორები, ბევრ მათგანს სტუდენტებს კი არა, კვატას არ ჩავაბარებდი მოსავლელად.   

c’est quoi la vie როგორც იტყვიან… ამიტომ, ის რაც ვიცი (გულზე ხელის დადებით გაგიმხელთ, რომ კინოს ისტორიაში, განსაკუთრებით ამერიკულში,  რაცხა-რაცხაები გამეგება) ინტერენეტ სივრცეში გამოვამზეურებ.

ახლა კი საქმე: კინოს ისტორიაში მეტ-ნაკლებად ჩახედულ ადამიანს გაგონილი ექნება ამერიკელი რეჟისორისა და მსახიობის ორსონ უელსის სახელი. დღეს მის ბიოგრაფიას არ ჩავუღმავდები, არამედ თქვენს ყურადღებას შევაჩერებ მის ნაწარმოებებზე, რომელიც დაკავშირებულია საქართველოსა და ქართველებთან.

გარდა იმისა რომ უელსი ავტორია კლასკიკად აღიარებული ,,მოქალაქე ქეინისა”, მას სხვა უამრავი მაღალი დონის ნაწარმოები აქვს შექმნილი. ერთი მათგანია ,,ბატონი არკადინი”, რომელიც მოგვითხრობს იდუმალ მილიარდერ გრეგორი არკადინზე, რომელსაც ამნეზია ჰქონდა. ის იქირავებს ერთ ავანტიურისტ ამერიკელს, რათა მან გამოიძიოს მისი წარსული. სინამდვილეში კი მილიარდერს არანაირი ამნეზია არ სჭირდა, ის გეგმავდა ყველა იმ მოწმის, ვისაც დაქირავებული ამერიკელი მიაგნებდა, თავიდან მოშორებას, რათა მისი კრიმინალური წარსულისა და ცოდვების შესახებ არ გაეგო მის ერთადერთ ქალიშვილს. ცოდვები კი წარსულში მას მრავლად ჰქონდა ჩადენილი: ის იყო აფერისტი, ადამიანთა გამტაცებელი, მკვლელი, იარაღით მოვაჭრე, მეორე მსოფლიო ომის დროს თანამშრომლობდა იტალიელ და გერმანელ ფაშისტებთან, რისი მეშვეობითაც უზარმაზარი ქონება დააგროვა.

ფილმის დასაფინანსებლად უელსმა მიმართა თავის ძველ მეგობარს, სოციალისტ ლუი დოლივეს, რომელსაც ფილმების კეთების ამბიცია ჰქონდა.  მართლაც, დოლივე ფულს იშოვნის და 1954 წლის დასაწყისში ფილმის გადაღება დაიწყება.  დოლივეს სურდა რათა ფილმის მონტაჟი 1954 წლის შობამდე დასრულებულიყო. იგი გამოუცდელი პროდიუსერი გახლდათ და შვეიცარელ ფინანსისტებს ფილმის დასრულების არარეალურ გრაფიკს შეპირდა. როცა უელსმა დათქმულ ვადებს გადააცილა, პროდიუსერმა მას პირდაპირ ხელიდან გამოგლიჯა დაუსრულებელი ფილმი და სხვას გადასცა დასამონტაჟებლად.

ამავე დროს დოლივემ მას არაპროფესიონალიზმში დასდო ბრალი და ასევე განაცხადა რომ გადაღებისას ის უზომოდ ბევრს სვამდა (ეს სიმართლეს შეეფერებოდა, უელსი მთელი სიცოცხლის განმავლობაში იყო ბოთლს ჩახუტებული, შესაძლებელია მემკვიდრეობითობამაც იჩინა თავი _ როგორც ამბობენ, უელსის მამა ალკოჰოლიკი იყო). ესეც არ აკმარა და მას სასამართლოში უჩივლა, თუმცა ვერაფერი გააწყო. რეჟისორი ცდილობდა რამენაირად საკუთარი ხედვით წარმართულიყო სამონტაჟო პროცესი, ის საკუთარ მოსაზრებებს უგზავნიდა პროდიუსერს და მემონტაჟეს, მაგრამ მას ყურადღებას არ აქცევდნენ. უელსს სურდა ,,არკადინის” სიუჟეტი, ისევე როგორც ,,მოქალაქე ქეინში”, ფლეშბექების (ფლეშბექი_სცენა, რომლის მეშვეობით ნაჩვენებია წარსულში მომხდარი ამბავი) საშუალებით აეწყო. ხოლო დოლივემ უფრო სწორხაზოვანი თხრობის გზა აირჩია. მათ ასევე ამოჭრეს ზოგიერთი სცენა რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა გრეგორი არკადინის პერსონაჟის განვითარებაში.

თავდაპირველად მთავარი გმირის გვარი იყო არკადიანი, უელსმა ის გადააკეთა და ასო ,,ა” ამოაგდო. ერთ ინტერვიუში ის ამბობდა: ,,არკადინი _ ეროპული სამყაროს წარმომადგენელია, ის შეიძლება ყოფილიყო ბერძენი, რუსი, ქართველი”. ამერიკელ რეჟისორს, მის ბიოგრაფს პიტერ ბოგდანოვიჩს კი უმტკიცებდა, რომ არკადინი ქართველია: ,,მისი სახელიც კი ამას გეუბნება”. ფილმის სიუჟეტის მიხედვით ჩვენ ვგებულობთ, რომ არკადინის ნამდვილი სახელი და გვარია ვასო ათაბაძე.

ერთ ეპიზოდში მასკარადის დროს ის იძახის: ,,ახლა მინდა წარმოვთქვა ქართული სადღეგრძელო. ყოველ ქართულ სადღეგრძელოს კი წინ ისტორია უძღვის… მე მსურს შევსვა მეგობრობის სადღეგრძელო…”

მასკარადზე თუ სხვა წვეულებაზე ყოველ სტუმარს წინ ჩოხებში გამოწყობილი, ხმლებით შემართული მამაკაცები ხვდებიან. შესვლისას ყველა სტუმარი ვალდებულია დიდი ,,სტაქნით” არაყი შესვას. ,,ეს ველური ჩვეულებაა”, – იცინის არკადინის ქალიშვილი რაინა. საინტერესოა, რომ ,,ქართულ გარემოსთან” ეს უელსის პირველი შეხვედრა არ ყოფილა: 1943 წელს გადაღებულ ჯაშუშურ თრილერში ,,საშიში მოგზაურობა”, რომელსაც ბევრი უელსის ფილმად მიიჩნევს და სადაც ის თურქეთის საიდუმლო პოლიციის შეფს თამაშობს, მოქმედება იწყება მეორე მსოფლიოს დროინდელ თურქეთში და ვითარდება ბათუმში.

გასაკვირი არ არის, რომ ,,არკადინში” მთავარი უარყოფითი გმირი ქართველია, ანუ დასავლეთელებისთვის იგივე რუსი. მაშინ, ცივი ომის პერიოდში ჰოლივუდურ ფილმებში ,,ცუდი ბიჭები” ერთთავად რუსები (საბჭოთა კავშირის ყოველი მოქალაქე კი რუსად მოიაზრებოდა) ან აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ. ჰოლივუდელებს ყოველთვის სჭირდებოდათ მტრის ხატი: კაზაკი, იაპონელი, ჩინელი, სერბი, ჩრდილოეთ კორეელი… ეს ხდებოდა პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, მაგრამ ყველაზე მეტად კი ,,ცუდი ბიჭების” როლი რუსებს ერგებოდათ. ეს ტრადიცია გრძელდება, გავიხსენოთ თუნდაც ვიკტორ რუსთაველი ბოევიკიდან ,,წითელი სიცხე” (რეჟ. უოლთერ ჰილი, 1988). ეს ჟღერადი სახელი ნარკოტიკებით მოვაჭრე ქართველ კრიმინალს თბილისში დაბადებულმა ფილმის სცენარისტმა ჰარი კლაინერმა შეურჩია. უნდა ითქვას, რომ ტიტრებში ეს გვარი აღნიშნულია როგორც  – როსთავილი, მაგრამ მას, განსკუთრებით რუსი მსახიობები წარმოთქვამენ, როგორც რუსთაველი.

ორსონ უელსი აცხადებდა, რომ ,,ბატონი არკადინის” შექმნაზე ის შთააგონა სტალინის ფიგურამ: ,,ცივმა, პრაგმატულმა, დაუნდობელმა, მაგრამ ამავე დროს რაღაც შემაშინებლად სლავური სიმძლავრის მატარებელმა, რომელსაც შეუძლია ერთდროულად ლმობიერებისა და თვითგანადგურებისაკენ ჟინის გაღვივება”. ასევე ნაწილობრივ შთააგონეს იმ იარაღით მოვაჭრეებმა, ფინანსისტებმა და სპეკულანტებმა, მათ შორის ,,სიკვდილით მოვაჭრე” ბეისილ ზახაროვმა, ვინც უზარმაზარი ქონება დააგროვა და ხელი მოითბო ომისდროინდელ და ომისშემდგომ გაჭირვებულ და განადგურებულ ევროპაში.

არკადინის პერსონაჟის დასახასიათებლად უელსი ბაყაყისა და მორიელის ამბავს ყვება: მორიელს მდინარის გადაცურვა უნდოდა, ის შესკუპდა ბაყაყზე, რომელმაც გააფრთხილა რომ მისთვის არ ეკბინა, რადგან მაშინ ორივე დაიღუპებოდა. შუა მდინარეში მორიელმა მას შხამიანი ნესტარი ჩაასო. მომაკვდავმა ბაყაყმა ჩაძირვა დაიწყო: ,,ეს რა ჰქენი! ეს ხომ ალოგიკურია! ვიცი, უთხრა მორიელმა, მაგრამ რა ვქნა, ეს ჩემი ბუნებაა”.

პერსონაჟის ამგვარი დახასიათება დიდ ინტრიგას შეიცავს, ამბობდა ზოგიერთი კინოკრიტიკოსი, მაგრამ სინამდვილეში არკადინი, რომელსაც თვით უელსი განასახიერებდა, ჯეიმს ბონდის გროტესკულ უარყოფით გმირს უფრო წააგავს დაწებებული წვერ-ულვაშითა და სლავური აქცენტითო. მთლიანობაში ფილმი მართლაც დაუმთავრებელ, ნაჩქარევ და დაგლეჯილ ნაწარმოებს ჰგავს, მაგრამ მიუხედავად ამისა ის დღესაც, ლამის 60 წლის შემდეგ, არ მოძველებულა და მაინც საინტერესო სანახავია. უელსისთვის დამახასიათებელი უცნაური რაკურსები, კადრების ჩქარი მონაცვლეობა, ბრწყინვალე მსახიობური ანსამბლი, უმეტესად აღმოსავლეთ ევროპელი ემიგრანტების – თბილისში დაბადებული აკიმ ტამიროვისა და მიშა აუერის საოცარი თამაში (მხოლოდ არკადინის ქალიშვილის როლის შემსრულებელი, ცხოვრებაში კი მისი მესამე მეუღლე პაოლა მორი, იგივე გრაფინია დი გირფალკო, მოიკოჭლებს), რაც შეეხება დაწებებულ წვერ-ულვაშს, ფილმის ყურებისას დროთა განმავლობაში მას საერთოდ აღარ აქცევ ყურადღებას, რადგან უზადო მსახიობის _ უელსის მაგნეტიზმი და ქარიზმა ყველაფერს გავიწყებს.

ევროპის კინოთეატრებში ,,ბატონი არკადინი” 1955 წელს გამოვიდა (ინგლისში ეკრანებზე გაუშვეს განსხვავებული ვერსია შეცვლილი სათაურით ,,საიდუმლო დოსიე”). ,,ბატონმა არკადინმა” ორსონ უელსის ბევრი სხვა ფილმის ბედი გაიზიარა – ის გაქირავებაში ჩავარდა….

ამერიკაში ფილმის გამოსვლა ვერა და ვერ ხერხდებოდა. ეს სრულიად შემთხვევით მოხდა. 1961 წელს პიტერ ბოგდანოვიჩი უელსთან ერთად მონგრაფიას წერდა, პარალელურად კი ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამართულ მისი ფილმების რესტროსპექტივაზე მუშაობდა. კვლევა-ძიებისას ბოგდანოვიჩი ლოს ანჯელესის ერთი ტელევიზიის საწყობში შემთხვევით ,,არკადინის” ასლს გადააწყდა. ნახვის შემდეგ ის მიხვდა რომ ეს იყო განსხვავებული იმისგან, რასაც 50-იან წლებში ევროპაში უჩვენებდნენ. მოგვიანებით ბოგდანოვიჩი იხსენებდა, რომ ის თავს ტუტენჰამონის აღმომჩენ ჰოუარდ კარტერის მსგავსად გრძნობდა.

ბოგდანოვიჩმა მტკიცედ გადაწყვიტა ეჩვენებინა ეს ფილმი ამერიკაში. პრემიერა 1962 წელს ნიუ იორკში შედგა. უცნობია, ნახა თუ არა ფილმი თავად უელსმა და შეესაბამებოდა თუ არა ის მის პირვანდელ ჩანაფიქრს. ,,მას არც ფიქრი და არც საუბარი არ სურდა მის შესახებ, _ წერდა ავტორი ჯონათან როზენბაუმი, _ ვფიქრობ, ეს მისთვის ძალიან მტკივნეული იყო”.

რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს, ორსონ უელსს, ისევე როგორც ბევრ სხვა ნიჭიერ ხელოვანს რეჟისურაში აკადემიის უმაღლესი ჯილდო არ მიუღია. უელსს ოსკარი მხოლოდ 1941 წელს ჯოზეფ მანკიევიჩთან ერთად ,,მოქალაქე ქეინის” სცენარისთვის ერგო, ხოლო 1970 წელს მას საპატიო ოსკარი მიანიჭეს. დაჯილდოების ცერემონიალზე ოსკარი რეჟისორ ჯონ ჰიუსტონს გადასცეს, რომელმაც განაცხადა, რომ უელსი ესპანეთში იმყოფებოდა გადაღებებზე. უელსის წინასწარ ჩაწერილი სამადლობელო სიტყვა კი ეკრანზე გაუშვეს. გამოსვლას ის ასე ასრულებდა: ,,…მაშ შევსვათ ყველამ ერთად ჩვენი გიჟური და საყვარელი პროფესიის სადღეგრძელო. კინოს გაუმარჯოს _ კარგს და ყველა დანარჩენს”.

აკადემია ფეხზე ამდგარი ტაშს უკრავდა, სინამდვილეში კი უელსი არსადაც არ წასულა, ის საკუთარ სახლში, ჰოლივუდში იმყოფებოდა და საზეიმო სადილის შემდეგ ჰიუსტონმა უელსს ოსკარი მიართვა.

როცა უელსი გარდაიცვალა, კრემაციის შემდეგ მისი ფერფლი ყვავილებით მორთულ ძველ მიტოვებულ ჭაში დაასაფლავეს, რომელიც განთავსებული მისი მეგობრის, ტორეადორ ანტონიო ორდონეზის საკუთრებაში მალაგაში, ესპანეთში.

ირაკლი მახარაძე

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

10:21; 22 ნოემბერი, 2025
ისტორია

როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

10:45; 17 აგვისტო, 2025
ისტორია

„ფირალად“ გავარდნა

10:29; 1 ივნისი, 2025
ისტორია

გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

11:27; 26 მაისი, 2025
ისტორია

დედის მოგონება

10:14; 26 მაისი, 2025

2,5 კგ ოქროს საზღვარზე გადატანისთვის აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

"არ შეეხოთ ნაპირზე გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვრებს" _ გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

ყველა სიახლე

ზაფრანი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი 2026 წელს წარმატებულად დაიწყებს

20:16; 7.12.2025
საზოგადოება

რთული მეტეოროლოგიური პირობები- სად შეიზღუდა მოძრაობა

17:28; 7.12.2025
საზოგადოება

წაქცეული ხე ავტომობილს, გაზის მილს და ელექტროხაზებს დაეცა

16:24; 7.12.2025
საზოგადოება

ოზურგეთელი ახალგაზრდის მორიგი წარმატება

15:54; 7.12.2025
პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი

15:47; 7.12.2025
საზოგადოება

მეტეოროლოგი მოსალოდნელი ამინდის შესახებ გვაფრთხილებს

15:42; 7.12.2025
საზოგადოება

“ქალაქიდან გასვლა უკვე პრობლემა გახდა”

15:27; 7.12.2025
საზოგადოება

2024/2025 სასწავლო წლებში სკოლაში სწავლა 9 024-მა მოსწავლემ შეწყვიტა – დეტალები

15:03; 7.12.2025
ფეისბუქსტატუსები

გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

14:20; 7.12.2025
პოლიტიკა

“საჭიროა საერთაშორისო გამოძიება” – ბარამიძე ქიმიურ ნივთიერებაზე

13:46; 7.12.2025
მსოფლიო

წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

13:02; 7.12.2025
საზოგადოება

“სუს-ის ციფრები ინტოქსიკაციის რეალურ მასშტაბს არ ასახავს”- ქურდოვანიძე

12:29; 7.12.2025
სამართალი

არასრულწლოვანი გოგონები თანატოლ გოგონას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

12:20; 7.12.2025
პოლიტიკა

საპროტესტო აქცია თბილისში _ “ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება”

12:06; 7.12.2025
სპორტი

მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა

10:18; 7.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

14:20; 7.12.2025
0

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო