https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ვინ იყო შეუბრალებლობით განთქმული თბილისელი ყაჩაღი ტატო წულუკიძე

19:00; 12.11.2021
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

ავაზაკებად და ყაჩაღებად არა მარტო სოციალური ჩაგვრისა და ხელმოკლეობისაგან გავარდნებოდნენ ხოლმე, ცნობილია, რომ ბევრი შეძლებული ადამიანი დასდგომია ამ მრუდე გზას. ერთი ასეთთაგანი იყო სახელგანთქმული თბილისელი ყაჩაღი ტატო წულუკიძე, რომელიც 1875-78 წლებში თბილისსა და მის შემოგარენში ყაჩაღობდა, კლავდა და ძარცვავდა განურჩევლად ყველას. ამ თავხედობითა და შეუბრალებლობით განთქმულმა მოუხელთებელმა ყაჩაღმა ისე შეაწუხა ხელისუფლება, რომ ამ მიდამოებში საალყო წესებიც კი იყო შემოღებული მის დასაჭერად.

ტატო წულუკიძის ოჯახი, რომელიც მთაწმინდის უბანში ცხოვრობდა, საკმაოდ შეძლებული იყო. მამამისს, აზნაურს პატარა ხე-ტყის ქარხანა და საკუთარი სახლ-კარი ჰქონდა. ტატომ თექვსმეტი წლის ასაკში გიმნაზია დატოვა. მამამ ის სირაჯხანაზე თავის ერთ ნათესავის დუქანში მიაბარა, სადაც მან მკერავის პროფესია შეისწავლა. მაგრამ იქაც დიდხანს არ დარჩენილა. ერთ დღეს სხვისი მიბარებული ვერცხლის საათი დუქნიდან მოიპარა და გაიქცა. შემდეგ მედუქნე დაჭრა, რისთვისაც ნახევარი წლით ციხეში ამოაყოფინეს თავი. გათავისუფლების შემდეგ მამამ ის მიაბარა ერთ ვაჭარს, რომელიც ნიგვზით ვაჭრობდა საფრანგეთთან. ამის გამო ტატო ორი წლის განმავლობაში საფრანგეთშიც კი ცხოვრობდა, ყოფილა პარიზშიც და ვენაშიც, შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში და უცხოეთში შეგროვილი ფული მთლიანად სამიკიტნოებსა და დუქნებში დახარჯა. ფული რომ შემოაკლდა ქურდობასა და ძარცვას მიჰყო ხელი.

მან მშობლები და სახლი მიატოვა, შეკრიბა ბანდა და ძარცვა-გლეჯას, მკვლელობას, რეკეტს და ფულის გამოძალვას მიჰყო ხელი. უნდა აღინიშნოს, რომ მას ყველა უბანსა და მიდამოში ჰყავდა თანამოაზრე, რომელიც მალავდა მას, მოპარულ ნივთებს და ყველანაირად ხელს აფარებდა წულუკიძეს.

თვითნასწავლი თბილისელი მხატვარი კარაპეტ გრიგორიანცი, რომელსაც პირადად ჰყავდა ნანახი წულუკიძე ასე აღწერს მას: ,,1877 წელს, როდესაც კლდის უბანში ერთი მდიდრის სახლი გაეცარცვა და როგორღაც ხელში ეგდოთ და დაეჭირად. ის იყო შავგრემანი და სუსტი აგებულობის ყმაწვილი (საპირისპიროს აცხადებს ალექსანდრე ფრენკელი, რომელმაც წულუკიძეზე წიგნი აქვს გამოქვეყნებული – ტატო დიდი ძალის მქონე ადამიანი იყოო – ი. მ.), თავზე ეხურა მიხაკისფერი ფაფახი და ტანზე ეცვა აქლემის ბალნის ყვითელი ჩოხა. მისი ორივე ხელი თოკებით შეეკრათ და თან სატარებელ იარაღებს სინჯავდნენ. თან ქონიყო ერთი გაზი, ერთი პატარა ლომი, რამდენიმე ცალი ქლიბები და ორმოცამდე მავთულზე ასხმული გასაღებები.”.

როდესაც ის მეტეხის საპყრობილეში იჯდა, ციხის საპირფარეშოში ჩაძვრა, მტკვარში აღმოჩნდა და ცურვით ორთაჭალაში ამოჰყო თავი. ასეთივე გზით ის შემდეგ გაიპარა პოლიციის კამერიდან, მესამედ კი საოლქო სასამართლოს საპიფარეშოდან.

რამდენჯერაც ის გაიპარებოდა, იმდენჯერ ქალაქის მცხოვრებთ შიშის ქვეშ იმყოფებოდნენ, გრიგორიანცის თქმით, ,,მისი შეუბრალებელი მხეცური საქციელი ხალხს ძილს უფრთხობდა და სიცოცხლეს აძულებდა”. მოსახლეობა ისე იყო დაშინებული რომ ღამით სახლებიდან პურის საყიდლად ვერ გადიოდნენ, ,,არამც თუ ცირკში და თეატრში ევლოთ”.

ტატო წულიკიძე რომელ ოჯახშიაც საძარცვავად შეიპარებოდა, იქ არავის ტოვებდა ცოცხალს; თითქოსდა, მოწმეების მოშორების მიზნით, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, აკვანში მყოფი ბავშვიც კი ხანჯლით აუკუწავს (წულუკიძეს სულ ცოტა, შვიდი კაცი მაინც ჰყავდა მოკლული, ეს რაც დაუმტკიცეს სასამართლოზე, თუმცა, როგორც ამბობენ, მოკლულთა რიცხვი გაცილებით დიდია). მთელ ქალაქში დუქანი და სახლი არ დარჩენილა, რომ ტატოს არ გაეძარცვას.

ღამღამობით მისი ბინა იყო ალექსანდრეს ბაღი და აბანოები. საკვირველია, რომ ყველა ეს ადგილი ქალაქის ცენტრში მდებაროებდა და ვერავინ კი ხელს ვერ ახლებდა. ალექსანდრე ფრენკელი ასეთ ,,უყურადღებობას” კავკასიაში კორუფციითა და პოლიციელთა ნაკლებობით ხსნიდა, თანაც მაშინ არ არსებობდაო პოლიციის ნაწილი, რომელსაც შეეძლო მოეძებნა ყაჩაღები. ,,ამის გარდა… კავკასიის პოლიცია უვარგისი იყო, როგორც  თავისი მოვალეობის უცოდინრობით, ასევე, პოლიციის  დაკომპლექტება შემთხვევით ხდებოდა ხოლმე უპრინციპო პირებისაგან”. თუ როგორ ექცეოდა წულუკიძე პოლიციელებს რამდენიმე ფაქტიც კი მეტყველებს: ერთხელ პოლიციელმა ბურაკოვმა, რომელიც ტატოს სახეზე იცნობდა და ერთხელ ხელიდანაც გაუსხლტა, მას მცხეთის ხიდზე გადეყარა. წულუკიძე მასთან მივიდა და უთხრა დამაპატიმრეო. როცა ბურაკოვი მიუახლოვდა, წულუკიძე ხიდიდან გადახტა, გავიდა ნაპირზე და იქიდან დაუყვირა მოდი და წამიყვანეო. ბურაკოვი ისევ მივიდა მასთან, მაგრამ ტატომ პოლიციელს ხელი გაარტყა და გაიქცა. ერთხელ კი, როცა მას ჩაფრები გადაეყარნენ წულუკიძემ მათ ღვინო დაალევინა და იმათაც ხელი არ ახლეს.

ქალაქიდან გასაქცევად მას სხვადასხვა უბნებში ცხენები ჰყავდა გამზადებული, მაგალითად, ერთი შეკაზმული ცხენი პეტრე-პავლეს სასაფლაოსთან ჰყავდა მუდმივად, ერთიც ვერაზე განაპირა გზის დუქანში, რომელსაც მისი მეგობრები ან მოსყიდული ადამიანები უვლიდნენ. იმ დროს ეს უბანი ქალაქის გარეუბანს, ვაკეს ემიჯნებოდა. ამბობენ, იმას ადვილათ დაიჭერდნენ, მაგრამ შიშის გამო ყველა ხელს აფარებდა და მალავდა. წულუკიძეს ჰქონია აუტანელი და კონფლიქტური ხასიათი, ყოველთვის მიზეზს ეძებდა რომ ჩხუბი აეტეხა, განსაკუთრებით სიმთვრალეში. მისი მეტსახელი ,,გიჟი ტატო” ყოფილა.

წულუკიძეს იარაღის ნამდვილი არსენალი ჰქონდა- დამბაჩები, რევოლვერები, ხმლები, ხანჯლები, განსაკუთრებით უყვარდა ცივი იარაღის ხმარება, რითიც მძიმე და სასიკვდილო ჭრილობებს აყენებდა მსხვერპლს. ერთხელ თურმე დღისით მზისით, სრულიად უდანაშაულო გამვლელს ხანჯლით გაუპო თავი და მოკლა – წულუკიძეს სურდა გაეგო მისი ხანჯალი ბასრი იყო თუ არა. აი, კიდევ ერთი მაგალითი – 1875 წლის 1 დეკემბერს საღამოს შვიდ საათზე წულუკიძე და მისი დამქაშები უამრავი თვითმხილველის თვალწინ ქალაქის ცენტრში თავს დაესხნენ თბილისელ მოქალაქეს იაგორა გარსოევს, მიაყენეს ოთხი ჭრილობა, თუმცა გარსოევმა დამხვდურებს წინააღმდეგობა გაუწია, მათ ფული, რომელიც მას ჰქონდა ვერ წაიღეს.  იმავე წლის 13 იანვარს მიყენებული ჭრილობებისაგან გარსოევი გარდაიცვალა.

წულუკიძეს ყველა შემთხვევისათვის ჰქონდა სხვადასხვანაირი ტანსაცმელი, მათ შორის ოფიცრის ფორმა, რომლითაც ერთხელ მდევრებს დაუსხლტა –ის ცხენზე ამხედრებული მაღალი რანგის ოფიცერი ეგონათ. წულუკიძე ჰომოსექსუალი იყო, მუდმივად ჰყავდა პატარა ბიჭები, რომლებიც მისთვის ასევე ინფორმაცია ჰკრებდნენ პოტენციური მსხვერპლების შესახებ. იმასაც ამბობენ,  რომ ყველას საჩვენებლად და დასაშინებლად ადამიანის დაჭრილი ყურებით სავსე ხელსახოცი დაჰქონდაო. გამახსენდა ამერიკელი ბანდიტის ჯეკ სლეიდის ისტორია, რომელიც მარკ ტვენმა აღწერა. სლეიდმა თავისი მტერი ჟულ რენე დაიჭირა, ღობეზე მიაბა და დაცხრილა. შემდეგ მოკლულს ყური მოაჭრა. ამ ნადავლს სლეიდი ყველგან დაატარებდა, განსაკუთრებით სალუნებსა და ბარებში და ყველას აჩვენებდა…

ერთხელ ორთაჭალის ბაღში ქეიფის დროს ტატოს მისი ნათლია, თბილისის მეოთხე უბნის პრისტავი ლოლაძე შეესწრო, ტატომ ეგრევე  გულში დამბაჩა დაახალა, მაგრამ ლოლაძემ რაღაცნაირად აიცდინა ტყვია და გადარჩა.

1878 წელს რუსეთ-თურქეთის ომის დროს წულუკიძემ, რომელიც შეწუხებული იყო პოლიციის მხრიდან მუდმივი დევნისაგან, გადაწყვიტა თურქეთში გადასვლა, მაგრამ დიდმა თოვლმა შეუშალა ხელი. ყარსში ერთ სამიკიტნოში ქეიფი დაიწყო. ეს გაიგო ლოლაძემ და ექვსი კაზაკის თანხლებით იქეთ გაემგზავრა და დუქანში შევიდა. ტატოს ოფიცრის ტანსაცმელი ეცვა, ამიტომაც ლილაძემ ის ვერ იცნო. წულუკიძემ ამით ისარგებლა გარეთ გავიდა, საკუთარი დაღლილი ცხენი მიატოვა, სხვისი მოიპარა და გაქუსლა. ცოტა ხანში ეს შეიტყო ლოლაძემ, გამოუდგა მას და ცხელ კვალზე ერთ დუქანში მიაგნო, სადაც წულუკიძე ბუხართან იჯდა და ფეხებს ითბობდა. ლოლაძე მოულოდნელად დააცხრა მას თავზე, იარაღი აჰყარა და ბადრაგის თანხლებით თბილისში ჩამოიყვანა.

მისი პიროვნება ისეთ მძაფრ ინტერესს იწვევდა, რომ მთელი სასამართლო პროცესის მიმდინარეობა გაზეთ ,,დროებაში” შუქდებოდა. სამხედრო სასამართლომ მას ჩამოხრჩობა მიუსაჯა, რომელიც სახალხოთ სისრულეში მოიყვანეს არსენალის მინდორზე 1880 წლის 28 იანვარს, დილის 11 საათზე. ,,დროება” წერდა: ,,პროკურორმა წაუკითხა სასამართლოს განაჩენი. მღვდელმა უკანასკნელი სიტყვა უთხრა. როცა ყველაფერი მომზადება გათავდა, ტატომ პაპიროზი მოითხოვა, მისცეს, ერთხელ ხელიდამ გაუვარდა, დასწვდა, აიღო ხელში და ბოლომდინ მოსწია. ბოლოს ჯალათი (პალაჩი) შეუდგა თავის საქმეს: შეუკრა უკან ხელები და ფეხები, ჩამოაცვა კისრამდინ ტომარას მსგავსი პერანგი და ცოტა ხანს ისე იყო გაჩერებული, პირ-სახე ახდილი ჰქონდა.

კიდევ ერთი წამი… ჯალათმა მიიყვანა თოკთან… გამოსწია თოკი… ჩამოაცვა კისერზე და იმავე წამს სკამი გამოაცალეს ფეხებიდამ და ხელი ჰკრეს… ჰაერში ჩამოეკიდა, მაგრამ იმავე წამს მოისმა იმის ხმა: კარგათ გამიკეთეთ თოკი თქვე მამა…! აღმოჩნდა, რომ თოკი კისრის მაგივრად ნიკაპზე მოედვა ჯალათს და არ აღრჩობდა. ჯალათი მივარდა, გამოსწია თოკი და მაგრად მოსდვა ყელზე. ერთი ფეხი, არც ხელი არ გაუნძრევია, ისე წაიღრჩო და გათავდა…” ასე დაასრულა 26 წლის ასაკში საკუთარი სიცოცხლე ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ყაჩაღმა და მკვლელმა ტატო წულუკიძემ.

იმ დროს ბევრს ბჭოდნენ თუ რამ მიიყვანა ასეთ მდგომარეობამდე ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც არ უჭირდა და შეეძლო ცხოვრება ასე თუ ისე უზრუნველად გაეტარებინა.  ბევრი იმ საზოგადოებას აბრალებს, რომელშიც ის გაიზარდა და კავკასიაში შემორჩენილ ადათ-წესებს, რომელიც ,,ეწინააღმდეგება ცივილიზაციას” (ა. ფრენკელის გამოთქმა). თუმცა ეს არასერიოზულად მიმაჩნია, რადგან იმავე დროს მთელ რუსეთში გახშირებული იყო არანაკლები ძარცვ-გლეჯა და სისხლისღვრა და ტატო წულუკიძის ქმედებანი, ზოგიერთ მათგანთან  შედარებით ბავშვურ თამაშს წააგავს. ტატოს შემთხვევაში, როგორც ჩანს, დიდი როლი ითამა მიმბაძველობამ, როგორც ამბობენ, ,,ბოროტმა გენიამ” ვინმე მოსესამ, რომელიც მუდმივად აქეზებდა ტატოს სხვადასხვა დანაშაულის ჩადენაზე, ალბათ ახალგამომცხვარ ყაჩაღს ნადავლის ნაწილი მასთანაც მიჰქონდა…

ხშირად მესმის ხოლმე რომ თითქოს ილია ჭავჭავაძემ თავის მოთხრობაში ,,სარჩობელაზედ” წულუკიძის ჩამოხრჩობა აღწერა. ეს არ შეესაბამება სიმართლეს.  ჭავჭავაძემ მოთხრობა1879 წელს შექმნა,  ტატო წულუკიძის სიკვდილით დასჯა კი 1880 წელს მოხდა.

[sexy_author_bio]

გაზიარება34Tweet22Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

13:07; 12 თებერვალი, 2026
ისტორია

ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

11:25; 5 თებერვალი, 2026
ისტორია

ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

10:45; 14 იანვარი, 2026
ისტორია

“ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

15:02; 12 იანვარი, 2026
ისტორია

“ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

12:35; 4 იანვარი, 2026

"გრიგოლ, გწერ როგორც მშობელი მშობელს" - ნიკოლოზ სააკაშვილი რატი ბრეგაძის მამას მიმართავს

მეტროს მატარებელს, სავარაუდოდ, ბორბლებში კაცი ჩაუვარდა

ყველა სიახლე

საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაუჩინარებული მოქალაქის ძებნა-შველის ღონისძიებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

19:08; 15.02.2026
საზოგადოება

“გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა”- მეუფე შიოს ქადაგება მირქმის დღესასწაულზე

18:26; 15.02.2026
სპორტი

“ბორჯღალოსნებმა” ნიდერლანდებს მოუგეს

18:12; 15.02.2026
სამართალი

“კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით 10 000 აშშ დოლარი გამოსძალეს”

18:04; 15.02.2026
საზოგადოება

სენაკში, საცხოვრებელ სახლში, სადაც ბავშვები იმყოფებოდნენ, ძლიერი ხანძარი გაჩნდა

18:00; 15.02.2026
საზოგადოება

დედაენის ბაღში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

17:02; 15.02.2026
სამართალი

არასრულწლოვანთა დანაშაულის ზრდა და სისტემური ხარვეზები განრიდების პროგრამაში- რა წერია აუდიტის ანგარიშში

15:49; 15.02.2026
სამართალი

ძალადობა არასრულწლოვანზე – პოლიციელი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა

14:04; 15.02.2026
მსოფლიო

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

13:38; 15.02.2026
პოლიტიკა

17 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყაველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით გამოვა

13:24; 15.02.2026
სამართალი

რამდენ ადამიანს აღმოაჩნდა დადებითი შედეგი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გურიაში

13:03; 15.02.2026
სამართალი

მამაკაცი დაჭრეს- რას აცხადებს შსს

12:53; 15.02.2026
ზაფრანი

„გამოსაშვები გამოცდა“

12:27; 15.02.2026
ზაფრანი

„დამატებითი ტაიმები დაინიშნა და ამან გაგვშიფრა…“

12:24; 15.02.2026
მსოფლიო

რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

11:59; 15.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო