კურო ვენერას “შვილია” და სასიყვარულო ურთიერთობები მისთვის ერთობ მნიშვნელოვანი ფაქტორია ცხოვრებაში.
როგორც წესი, კუროებმა იშვიათად იციან აჩქარებით ვინმეს შეყვარება, თუმცა, თუკი პარტნიორით საფუძვლიანად მოიხიბლნენ, ამის შემდეგ რამდენიც უნდა უკიჟინოს უახლოესმა გარემოცვამ, რომ მისი არჩევანი მცდარი ან ნაჩქარევია, კურო არავის აზრს არ მოისმენს.
სიყვარული ამ დინჯ და გაწონასწორებულ ხალხს საღად აზროვნების უნარს აკარგვინებს, რის გამოც, არშემდგარი ურთიერთობების ან იმედის გაცრუების შემთხვევაში (რასაც კურო ძალიან გვიან ამჩნევს), კუროს მწვავე დეპრესია ემართება. კურო მიწის სტიქიის ნიშნებს განეკუთვნება, ამიტომ იგი მარტივად და იოლად ვერ ახერხებს “ყოფილის” დავიწყებას. ამის გამო არცთუ იშვიათად იტანჯება ხოლმე სიყვარულში წარუმატებლობის შედეგად.
ავტორი