კურო
კურო 2023 წლის ბოლომდე მნიშვნელოვან ბიზნეს შეთავაზებას მიიღებს და ფინანსური მდგომარეობაც გაუმჯობესდება. თუმცა, ჯობს, რომ ამ პერიოდში თანხა უძრავ ქონებაში არ ჩადოთ. გექნებათ არამიზნობრივი ხარჯების რისკიც, თუმცა მალევე მიხვდებით, რას მიანიჭოთ უპირატესობა. წლის ბოლომდე ფინანსების თვალსაზრისით აბსოლუტური სიმშვიდე გელით.
მორიელი
ჰოროსკოპის მიხედვით, 2023 წლის ბოლომდე არსებული პერიოდი მორიელისათვის ფინანსურად წარმატებული იქნება. ნებისმიერი წამოწყებიდან, საქმიდან თუ სამსახურიდან კარგ შემოსავალს მიიღებთ და ეკონომიკურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებთ. შეგიძლიათ, გააკეთოთ დანაზოგიც, ახლა ამისთვის საუკეთესო პერიოდია. გელით კარიერული წინსვლაც, რაც, თავის მხრივ, ფინანსურ მხარეს კიდევ უფრო დაასტაბილურებს.
მერწყული
კიდევ ერთი ნიშანი, რომელიც, ასტროლოგების თქმით, 2023 წლის ბოლომდე მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს ნახავს, მერწყულია. სწორ დროს საჭირო ინვესტიცია კარგ შედეგს მოგიტანთ და კონცენტრაციისა და შორს განჭვრეტის უნარი მომგებიანი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ. გექნებათ კარიერული წინსვლაც და ახლა დაგროვილი გამოცდილება კიდევ დიდხანს გამოგადგებათ.
ავტორი