წინასწარი მონაცემებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ოპოზიციური პარტიებიდან ორი კანდიდატი მოხვდა. ესენია: „გახარია საქართველოსთვის“ – გიორგი სირაძე და „ლელო – ძლიერი საქართველო“ ვლადიმერ ქვილორია.

„წინასწარი მონაცემებით, თითო-თითო კანდიდატი მოხვდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „გახარია – საქართველოსთვის“ და „ლელო – ძლიერი საქართველოსთვის,“ – გვითხრა ოზურგეთის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარემ, ბერდია ლომიძემ.



































































