მსოფლიოში ყველაზე დიდი ბრილიანტი, LESEDI LA RONA გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას FRANCE 24 ავრცელებს.
ბრიტანული საიუველერიო კომპანია GRAFF-ის განცხადებით, ჩოგბურთის ბურთის ზომის, 1 109 კარატიანი ბრილიანტი 53 მილიონ დოლარად კანადური Lucara Diamond Corp-ისგან შეიძინა.
როგორც ცნობილია, ბრილიანტი ბოტსვანის Karowe-ს მაღაროში 2015 წლის ბოლოს იპოვნეს.
გავრცელებული ცნობით, მას „სოთბის“ აუქციონზე 2016 წელს 70 მილიონ დოლარად იყიდებოდა.
ამ დროისთვის უცნობია ბრილიანტს საიუველირიო სამკაულების დასამზადებლად პატარა ქვებად დაჭრიან თუ კერძო კოლექციაში დარჩება.