ესპანურმა საფეხბურთო გუნდმა „რეალ მადრიდმა“ ზინედინ ზიდანის წასვლის შემდეგ, ახალი მწვრთნელი დაასახელა.
როგორც საფეხბურთო გუნდის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ზიდანს, ხულიენ ლოპეტეგი შეცვლის.
ის გუნდის მწვრთნელის პოზიციას მომდევნო 3 სეზონის განმავლობაში დაიკავებს.
განცხადების მიხედვით, ლოპეტეგი „რეალ მადრიდს“ მსოფლიო ჩემპიონატში ესპანეთის მონაწილეობის დასრულების შემდეგ შეუერთდება.