თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის თანამდებობას თამაზ ალიბეგაშვილი დაიკავებს. ამის შესახებ მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
“თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობა, დაიკავა თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ყოფილმა დირექტორმა თამაზ ალიბეგაშვილმა. იგი ბიზნეს ტექნოლოგიების მაგისტრია. აქვს თბილისის განვითარების ფონდში მუშაობის გამოცდილებაც, რადგან ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა. ვფიქრობ, ის წარმატებით გაართმევს თავს ამ თანამდებობას. მინდა, გულწრფელად გისურვოთ წარმატებები. ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული სამსახურის სწორად და გამართულად მუშაობა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.