რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს უკრაინაში სპეცოპერაციის დროს, უნდა გაიგონ, რომ ისინი მოღალატეები არიან, – ამის შესახებ რუსეთის დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.
„ისინი, ვისაც ამ დროს დალოდება სურდათ, წავიდნენ თბილ ქვეყნებში და იქიდან უყურებენ ამ ყველაფერს, უნდა იცოდნენ, რომ მოღალატეები არიან“, – თქვა ვოლოდინმა.
დუმის სპიკერის თქმით, ის პოლიტიკოსები, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარების წინააღმდეგ გამოვიდნენ, საკუთარი ხალხის წინააღმდეგნი არიან.