ვინც უკრაინას არ უჭერს მხარს ახლა, გადაიხდის ხარჯებს მომავალში,_ ამის შესახებ განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ BBC-ისთან საუბრისას.
„თუკი მსოფლიოში ვინმე ფიქრობს, როგორ მოიქცა ან მოექცა ესა თუ ის ქვეყანა უკრაინას თავისი ისტორიის ყველაზე ბნელ მომენტში, არ იქნება გათვალისწინებული სამომავლო ურთიერთობების დამყარებისას, ამ ადამიანებმა უბრალოდ არ იციან, როგორ მუშაობს დიპლომატია“, – თქვა მან.