ბოლოს, როდესაც მიხეილ სააკაშვილს შევხვდი, ის ჯანმრთელი ადამიანი იყო. აი, როგორ გამოიყურება ის ერთ წელზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ საქართველოს ციხეში ყოფნის შემდეგ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე“ წერს, სადაც ის მიხეილ სააკაშვილთან 2021 წლის ივნისში გამართული შეხვედრის და ასევე ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე დღევანდელი ონლაინ ჩართვის ფოტოებს აქვეყნებს.
„საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია ყველა პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის კეთილდღეობაზე“, – წერს ევროპარლამენტარი.