ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მეგა-შოუ „COVER შოუს“ პირველი სეზონის ფინალი გაიმართა.
საფინალო ტური კონკურსანტმა თეონა დოლნიკოვამ გახსნა. იგი სცენაზე საბა ღურწკაიამ შეცვალა. შემდეგ წარსდგა თიკო მახარაძე და კონკურსის მე-4 მონაწილე – ვიოლეტა მგალობლიშვილი. მათ ცნობილი მომღერლების ცნობილი ჰიტები შეასრულეს. თითოეულმა კონკურსისთვის 2-2 სიმღერა იმღერა. ჟიურიმ 4 კონკურსანტიდან საუკეთესო 2 ფინალისტი დაასახელა. კერძოდ, ვიოლეტა მგალობლიშვილი და თიკო მახარაძე. მათგან მაყურებლის რჩეული ვიოლეტა მგალობლიშვილი გახდა.
გამარჯვებულებმა კომპანიებისგან ფულადი საჩუქრები მიიღეს. „ინდეველოპმენტმა“ კი ვიოლეტა მგალობლიშვილს მთავარი პრიზი, ბინის გასაღები გადასცა.
პროექტისთვის სცენა და დეკორაციები Black sea Arena-ზე იყო მოწყობილი. პროექტში სულ 60 შემსრულებელი მონაწილეობდა. ჟიურის წევრები იყვნენ: ნიკა ნიკვაშვილი, ანრი ჯოხაძე, ლიზა ბაგრატიონი და კახაბერ ცისკარიძე.