ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ტელეგრამზე მიმართვას ავრცელებს. ის უკრაინაში მცხოვრები ჩეჩნების გატაცების შესახებ საუბრობს და უკრაინის ხელისუფლებას დასჯით ემუქრება.
“მივმართავ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურსა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, შეწყვიტეთ უდანაშაულო უკრაინის მოქალაქე ჩეჩნების გატაცება, რომლების დანაშაულიც მხოლოდ მათ ეროვნებაშია.
მე თქვენ გარწმუნებთ, რომ უწყებების ეს დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება. ვიპოვით ყველას, ვინც კავშირშია ამ ნაცისტურ ქმედებებთან და დავსჯით. არ გაგიკვირდეთ, თუ პასუხი მსგავსი გზით იქნება გაცემული.
ეს ეხება როგორც შემსრულებლებს, ასევე იმათაც, ვინც იცის გატაცებულების ადგილსამყოფელი, თუმცა დუმილს ამჯობინებს.
სანამ გვიანი არ არის, გაუშვით უდანაშაულოები,” – განაცხადა რამზან კადიროვმა.