https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ჟენევაში გამართული ორ დღიანი შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთს მოლაპარაკებების დასრულების გაჭიანურებაში ადანაშაულებს

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„ვიპოვით თუ არა სამუშაო ადგილს, უახლოეს მომავალში გაირკვევა“: დასაქმების ფორუმი ოზურგეთში

15:07; 9.06.2022
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

8 ივნისს,  ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში  დასაქმების ფორუმი გაიმართა.

მრავალი ათეული წელია, ჩვენს ქვეყანაში დასაქმების პრობლემა არ გადაჭრილა, პირიქით, ქვეყნიდან სწორედ დასაქმების მიზნით, უამრავი მოქალაქე მიდის. მათი უმეტესობა ახალგაზრდებია, რაც შემაშფოთებელია.

დასაქმების ფორუმის უპირველესი მიზანიც, როგორც ღონისძიებაზე ითქვა,  ახალგაზრდებისთვის, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის სამუშაო ადგილის შექმნაა, მისთვის ხელსაყრელი  პირობების შეთავაზებით.

ფორუმი პროექტის დირექტორმა, თამარ ღლონტმა გახსნა.

შეხვედრას ესწრებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე:

_ ჩემი საარჩევნო კამპანიის ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ დასაქმება იყო. ასე იქნება ახლაც და მომავალშიც გავაგრძელებ ამაზე ზრუნვას, _ თქვა მან.

სამწლიანი პროექტი, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით ტარდება, სახელმწიფოსა და სამოქალაქო სექტორს შორის აქტიურ თანამშრომლობას და დასასაქმებელ და დამსაქმებელს შორის, მჭიდრო კომუნიკაციას ითვალისწინებს.

_ მოგიწოდებთ, დღესვე თუ არ იქნება დასაქმების შესაძლებლობა, ნუ იფიქრებთ, რომ მომავალშიც არ გექნებათ შანსი. ეს არ ნიშნავს, რომ დღევანდელი ფორუმი არის კარგი მაგალითი, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს. გავეცნოთ ყველა ვაკანსიას და ვიფიქროთ, ამ წუთს  მოცემულობა როგორია, იპოვით თუ არა საკუთარ თავს არსებულ ვაკანსიებზე, _ უთხრა შეხვედრის მონაწილეებს, ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა  ლიკა მგელაძემ.

ფორუმზე გამოსულმა ორგანიზატორებმა თუ დასაქმების მსურველებმა, ისაუბრეს, რომ ფორუმის  უპირველესი მიზანი არის,  დიდი დროის განმავლობაში უმუშევარ პირთა დასაქმება.

ფოლკლორის ცენტრის ფოიეში, წარმოდგენილი იყო ოცდაათამდე კომპანია, რომლებიც  მოსულ სამოქალაქო პირებს ვაკანსიებს სთავაზობდნენ.

დამსაქმებლები იყვნენ ისეთი ცნობილი ორგანიზაციები, როგორებიცაა: „ლიბერთი ბანკი“, „თი ბი სი ბანკი“, „კრედო ბანკი“, კომპანია „სანდომი“, ჯინსების სამკერვალო საწარმო, შპს „გზამშენი 18“, ანასეულის ჩაის ფაბრიკა, ვაკიჯვრის საკალმახე მეურნეობა, მაღაზია „ლიბრე“ „ჯიბე“ და სხვები.

სულ ამ ფორუმზე 30-მდე მცირე და საშუალო კომპანიებმა წარმოადგინეს ვაკანსიები.

სამუშაოს მაძიებლები ინტერესდებოდნენ, თუ რა პოზიციაზე დასაქმებას  სთავაზობდნენ მათ და როგორი იქნებოდა პირობები, ანაზღაურება…

მაგალითად:  შპს „ლურჯი ველი“ ტექნოლოგის და მუშების ადგილს, „ვასაძის პური“ ელექტრიკოსის და  მცხობელის (კონდიტერის), სასტუმრო „პარაგრაფი“ მიმტანის, ბარმენის, მზარეულის პოზიციაზე მუშაობას სთავაზობდნენ მსურველებს.

მაღალანაზღაურებადი სხვადასხვა სახის ვაკანსიები წარმოადგინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციალურმა სამსახურმა.

_ 2022 წლის ბოლოს დაბა ლაითურში იხსნება სპეციალური პენიტენციალური დაწესებულება, რომელიც იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი დაწესებულება, სადაც გვაქვს ვაკანსიები: უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორები, ინსპექტორ-კონტროლიორები, ფსიქოლოგი, ექსკორტის ოფიცერი და ა.შ. _ თქვეს მათ.

მოსულ სამუშაოს მაძიებელთა  შორის, უმეტესობა  ახალგაზრდები იყვნენ.

კომპანია „სანდომის“ წარმომადგენლები ჩვენი იქ ყოფნისას მათთან დასაქმების მსურველებს გაესაუბრნენ.

მაია ქავთარაძე, 40 წლის: „სანდომის“ წარმომადგენლებმა დიასახლის- კონსულტანტის ვაკანსია შემომთავაზეს. მე დავინტერესდი, თუ როგორი ანაზღაურება მექნებოდა. კომპანიის წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ თვიური ანაზღაურება 600-ლარიდან 800 ლარამდე იქნება, რაც ჩემთვის მისაღებია.

ნინო გუჯაბიძე, ახალგაზრდა დედა: მოვედი, ძალიან მომწონს ასეთი ღონისძიება, თუმცა, ჩემი პროფესიის საჭიროება ვერსად აღმოვაჩინე. მე მცენარეთა დაცვის ტექნიკოსი ვარ. ახლა ვფიქრობ, რომ  ისეთი  პროფესია შევარჩიო, რომელიც ჩემს მოტივიაციასთან ახლოს იქნება. ვიპოვი თუ არა სამუშაო ადგილს, ახლო მომავალში გაირკვევა. ასპროცენტიანი იმედი არ მაქვს, თუმცა, ასეთი ღონისძიება მართლაც კარგია და მისასალმებელია. როგორც დაიწყო, თუ ასე გაგრძელდება, ალბათ, შედეგი დადგება, _ გვითხრა ქალბატონმა ნინომ.

_ 21 წლის ვარ. შევავსე განაცხადი. იმედია, დავსაქმდები, _ გვითხრა დვაბზუს მცხოვრებმა მარიამ ტრაპაიძემ.

კესო წულაძე, 36 წლის, ოზურგეთის მკვიდრი: დავამთავრე პროფესიული კოლეჯი. ვფლობ უცხო ენებს. საოფისე პროგრამას ავირჩევ, უფრო. კარგად არ ვარ დარწმუნებული, რომ სამუშაოს ვიპოვი. თუმცა, შინ ხომ არ დავჯდები. უნდა ვცადო, რომ გამომივიდეს, _ გვითხრა მან.

დამსაქმებელთა შორის, ყველაზე მეტი ვაკანსია „ლიბერთი ბანკს“ ჰქონდა წარმოდგენილი:
_ გვჭირდება მოლარე ოპერატორები. ასევე, კონსულტანტები. ჩვენ თვითონ გადავამზადებთ განცხადებით შემოსულ ადამიანებს. საწყისი ხელფასი 650 ლარი იქნება. დიჯითალ-კონსულტანტის სამუშაო დღე, გვაქვს აგრეთვე 4-საათიანი ანუ ნახევარი დროით.  თუ მეტი განცხადება შემოვა, მოლარე-ოპერატორებს მეტი რაოდენობითაც დავასაქმებთ, _  გვითხრა „ლიბერთი ბანკის“ ოზურგეთის წარმომადგენელმა ლაშა ასათიანმა.

საწარმო „ანასეულის ვოდკა“ დასაქმების მაძიებლებს აგრონომის, ტექნოლოგის, არყის გამომხდელის პოზიციაზე სთავაზობდა ადგილებს. თუმცა, აქ ბევრი განცხადება არ შესულა. არადა, აგრონომის პროფესიის მქონე სპეციალისტები უკვე სანთლით საძებარია.

_ რამდენიმე ვაკანსია გვაქვს. უპირველესი აგრონომია, რომელიც სოფლის მეურნეობის ღერძს წარმოადგენს. აგრონომებს კი უშვებს აგრარული უნივერსიტეტი, მაგრამ ახალგაზრდები დედაქალაქში დარჩენას არჩევენ და იქ ეძებენ სამუშაოს. ძალიან მჭირდება სამაცივრე მეურნეობის ტექნიკოსიც, _ გვითხრა საწარმოს წარმომადგენელმა გია ხუჭუამ.

მკერავისა და  მკერავის დამხმარის სპეციალისტის ვაკანსიას სთავაზობდა სამუშაოს               მძებნელებს ოზურგეთში მდებარე ტექსტილის სამკერვალო ფაბრიკა, რომელიც თურქ ინვესტორს ეკუთვნის.

კითხვაზე, რომ დღეისთვის საწარმოში არსებული ხელფასით მუშები უკმაყოფილო არიან, „გურია ნიუსს“ ფაბრიკის წარმომადგენელმა, დირექტორის თანაშემწემ ასეთი  პასუხი გასცა:

_ ტექსტილის სფეროში  ძალიან მაღალი ხელფასი არ არის. სექტემბრის თვიდან იგეგმება წინსვლისკენ ნაბიჯის გადადგმა. პანდემიის პირობებშიც ძალიან შეგვეშალა ხელი. თუმცა, ჩვენ მუდამ გვაქვს სურვილი, ჩვენთან დასაქმებულ ადამიანებს კომფორტული პირობები შევუქმნათ, როგორც დასაქმების გარემოს, ისე ხელფასი მხრივ, _ გვითხრა მან.

დღის  განმავლობაში სამასზე მეტმა ადამიანმა შეავსო განაცხადი, ვაკანტურ ადგილზე დასასაქმებლად.

მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, პირისპირ გაცნობოდნენ დამსაქმებელს, გამოევლინათ საკუთარი უნარები.

შეხვედრაზე იყვნენ ისეთი დამსაქმებლებიც, რომლებმაც განაცხადეს, რომ პროფესიული უნარების დაუფლებაში  და  გადამზადებაში არ იღებდნენ მონაწილეობას. ხარატის და შემდუღებლის პროფესია, რის ვაკანსიაც მათ ჰქონდათ, აუცილებლად მიღებული უნდა ჰქონდეს პირს მანამ, ვიდრე საწარმოში განცხადებას შეიტანს.

ფორუმზე დასაქმების სურვილით შშმ პირი თამუნა ლურსმანაშვილი მოვიდა, თუმცა, ის იმედგაცრუებული დარჩა.

_ ძალიან დამწყდა გული. სიხარულით მოვედი. მეგონა, რომ ჩვენთვისაც იქნებოდა რაიმე გათვალისწინებული. თუმცა, შშმ პირებისთვის ვაკანსია აქ მოსულ არცერთ კომპანიას არ შეუთავაზებია, _ თქვა თამუნა ლურსმანაშვილმა.

ფორუმზე მოსული დამსაქმებლები,  ძირითადად, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც, როგორც ერთ-ერთმა დარგის სპეციალისტმა თქვა,  ძლიერ კონკურენციაში არიან პრივილეგირებულ დიდი ბიზნესის წარმომადგენლებთან. გასათვალისწინებელია, რომ დღგ-ს გადასახადით არც დიდი სავაჭრო ქსელის წარმომადგენლები იბეგრებიან (ცალკე თემაა ქეშ-ბექი), რადგან მათი მეპატრონეებისაგან ჩადებული თანხა ინვესტიციად ითვლება… ასეთი უსამართლო დამოკიდებულებით კი მცირე და საშუალო ბიზნესი იჩაგრება, რაც, საბოლოოდ, დასაქმებულთა ხელფასებში აისახება.

ეს ცალკე სამსჯელო თემაა, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია, რომ  ფორუმზე მისულთაგან უკვე არაერთი ადამიანი დასაქმდა.

დასაქმების ფორუმის მეორე ნაწილი კონფერენციას დაეთმო, სადაც სექტორთა შორის თანამშრომლობის როლზე, დასაქმების შესაძლებლობის გაუმჯობესების მიმართულებით კარგი პრაქტიკები გაუზიარეს ერთმანეთს.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

დასაქმების ფორუმიოზურგეთი
გაზიარება8Tweet5Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“სინკარზე” შემდგარი იმედები _  ვის აბარია ხიდი ბუკნარში?

20:10; 18 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ეფექტურია თუ არა სოფლის მხარდამჭერი პროგრამა სოფლის პრობლემების გადასაჭრელად

19:49; 18 თებერვალი, 2026
საზოგადოება

რამდენად გამჭვირვალეა ბიუჯეტის ხარჯვა _ ინფორმაციასთან წვდომა მერიისთვისაც შეზღუდულია?!

18:44; 18 თებერვალი, 2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

17:51; 18 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე ჩამოიშალა, ამიტომ გახდა საჭირო ახალი ბრალი”- ელისო კილაძე

16:27; 18 თებერვალი, 2026

"ამდენი ფულის ნაწილ-ნაწილ ხარჯვას, ერთხელ დიდი ფული მოგვეცით გამართული ავტობუსის საყიდლად, არ ჯობს?!"

"საკვებ პროდუქტზე ფასის ზრდა ყველაზე მტკივნეულია"

ყველა სიახლე

საზოგადოება

“სინკარზე” შემდგარი იმედები _  ვის აბარია ხიდი ბუკნარში?

20:10; 18.02.2026
საზოგადოება

ეფექტურია თუ არა სოფლის მხარდამჭერი პროგრამა სოფლის პრობლემების გადასაჭრელად

19:49; 18.02.2026
პოლიტიკა

ყოფილმა ვიცე-პრემიერმა საქართველო დატოვა

19:23; 18.02.2026
სამართალი

ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბესარიონ ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

18:53; 18.02.2026
საზოგადოება

რამდენად გამჭვირვალეა ბიუჯეტის ხარჯვა _ ინფორმაციასთან წვდომა მერიისთვისაც შეზღუდულია?!

18:44; 18.02.2026
პოლიტიკა

კახა გულედანი: ვმუშაობთ რეგიონული განვითარების კანონპროექტზე, რომელიც გაზრდის დეცენტრალიზაციას

18:16; 18.02.2026
პოლიტიკა

სო­ზარ სუ­ბა­რი გუ­ბერ­ნა­ტო­რის ინ­სტი­ტუ­ტის გა­უქ­მე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­დის

18:14; 18.02.2026
სამართალი

გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის ციხე დატოვა

18:09; 18.02.2026
სამართალი

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ბუსა ჟვანიაზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება- სასამართლო აღმკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს

18:05; 18.02.2026
პოლიტიკა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულად პლატონ კალმახელიძე დაინიშნა

17:53; 18.02.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

17:51; 18.02.2026
სამართალი

სასამართლო პროცესის პარალელურად მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე 15 ადამიანი დააკავეს

17:22; 18.02.2026
სამართალი

ელისო კილაძე რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაიყვანეს – ადვოკატი

17:14; 18.02.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დღეს დემოგრაფიაზე გვესაუბრებიან ადამიანები, რომლებიც დარბაზიდან გაიქცნენ

16:57; 18.02.2026
პოლიტიკა

“სამინისტროს გაყოფის ერთ-ერთი მიზეზია”- რას აცხადებს კახა გულედანი

16:34; 18.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026
0

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო