ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა გაერთიანებულ სხდომაზე ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართა კითხვით, თუ ,,ნაციონალური მოძრაობის“ დროს ხელისუფლება არადემოკრატიულ ნაბიჯებს დგამდა, რატომ არ დატოვა ის თანამდებობა, რომელიც ,,ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ეკავა.
მიხეილ ჯანელიძემ ბოკუჩავას საპასუხოდ განაცხადა, რომ თავად ,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აღიარებენ იმ შეცდომებს, რომელიც ამ პარტიამ დაუშვა. ამასთან, ჯანელიძე აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და დასძენს, რომ მისთვის საამაყოა თითოეული მიღწევა, რომელიც საჯარო სამსახურში განახორციელა.
“ვიყავი წინა ხელისუფლებაში და დღესაც ვარ. დიახ, ვიყავი წინა ხელისუფლებაში, უფრო სწორად, ხელისუფლებაში არა, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვიყავი. მანამდე ვიყავი საგარეო ვაჭრობის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში. რაც შეეხება შეცდომებს, თავად „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აღიარებენ იმ შეცდომებს, რომლებსაც თქვენ რატომღაც არ აღიარებთ. ვამაყობ თითოეული იმ ქმედებით, რომელიც გამიხორციელებია საჯარო სამსახურში ყოფნისას. იმ პერიოდშიც ვიყავი ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მთავარი მომლაპარაკებელი და ვმუშაობდი ყველა იმ საკითხზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს შეესაბამებოდა“, _ აღნიშნა ჯანელიძემ.