დღეს, ჩოხატაურში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის ტურნორში ჩოხატაურის „ბამახრომ“ „დიდუბეს“ უმასპინძლა.
შეხვედრა „ბახმაროს“ უპირატესობით წარიმართა და ჩოხატაურელი ფეხბურთელების გამარჯვებით დასრულდა.
ანგარიში 85-ე წუთზე გიორგი ხვადაგიანმა გახსნა, ხოლო 90 წუთს დამატებულ მე-3 წუთზე ვიქტორ ჰიუგომ „ბახმაროს“ გამარჯვება საბოლოოდ გააფორმა.
მომავალ, 22-ე ტურში, „ბახმარო“ ტყიბულში, ადგილობრივ „მეშახტეს“ შეხვდება.
დღეის მდგომარეობით, ჩოხატაურის „ბახმარო“ 27 ქულით, ლიგა 3-ში მე-10 ადგილზეა.