ცხენების ტრადიციული დოღის გარდა, მსოფლიოში უამრავი “რბოლა” იმართება _ ძაღლების, ღორების, ლოკოკინების, ქათმებისა თუ ტარაკნების.
სამხრეთ ლიბანის სოფელ ჰოულას მცხოვრებნი კი რბოლისთვის მეტად სარისკო ოჩანი ცხოველების – ვირების რბოლას მართავენ.
ყველა ჟოკეის იმის იმედი აქვს, რომ სწორედ მისი ვირი არ “გაჯორდება და გაოჩნდება”, ან გვერდზე არ გადაუხვევს და როგორმე ფინიშამდე მივა.