პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადება იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა მასობრივად მოიწონეს. ამ ფაქტს Facebook-ზე გამოხმაურება მოჰყვა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, საქმე ორგანიზებულ ვირუსულ შეტევასთან აქვთ. მათი განმარტებით, პოსტისთვის “ლაიქები არ უყიდიათ”.
კომუნიკაციის დეპატრამენტის თანამშრომლის განცხადებით, გვერდიდან მხოლოდ უცენზურო და არაეთიკური კომენტარები წაიშალა.
გუშინ პრემიერ-მინისტრის განცხადებას, სადაც ის არასამთავრობო სექტორს აკრიტიკებდა და თეა წულუკიანს იცავდა, ათასობით მოქალაქემ “დაჰაჰა”.