რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მამია ფხაკაძის ოჯახის საკუთრებაში სამი ბინა, სამი მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლია, ამის შესახებ ფხაკაძის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
დეკლარაციის თანახმად, მამია ფხაკაძის 100,00%-ია საკუთრებაშია 2000 წელს, 5000-ლარად ნაყიდი ბინა თბილისი, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის 32-ე კორპუსში, რომლის ფართობიც 116,70 კვ.მ-ია და მსუბუქი ავტომანქანა „მიცუბიში პაჯერო იო“, რომელიც 2011 წელს 8000,00 დოლარად შეუძენია.
დანარჩენი ქონება მის მეუღლეს, ეკატერინე ბეროზაშვილს ეკუთვნის. კერძოდ, ბეროზაშვილის საკუთრებაშია 2016 წელს, 29260,00-დოლარად ნაყიდი 41,80 კვ.მ-ის ფართობის ბინა დაბა ბაკურიანში, აღმაშენებლის ქუჩაზე; ასევე, 2002 წელს, 5000,00-ლარად ნაყიდი 58,09 კვ.მ-ის ფართობის ბინა ქავთარაძის ქუჩაზე.
2011წელს 12000,00-დოლარად ნაყიდი 400,00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი თბილისში, სოფელ დიღომში (ზურგოვანი) და 2013 წელს, 410,00 ლარად და 60 დოლარად შეძენილი 5,00 კვ.მ-ისა და 2, 00 კვ.მ-ის ფართები ამავე ტერიტორიაზე.
ეკატერინე ბეროზაშვილის 100,00%-იან საკუთრებაშია ასევე, 2012 წელს აშენებული 131,40 კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელი სახლი სოფელ დიღომში (ზურგოვანი), რომლის ღირებულებაც დეკლარაციის მიხედვით, 87000,00 ლარია.
დეკლარაციის თანახმად, მამია ფხაკაძის ოჯახის შემოსავალი, 2016 წელს, ჯამში 112 681,82 ლარი იყო. აქედან, მამია ფხაკაძემ რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან 74 450,00 ლარი, ხოლო ეკატერინე ბეროზაშვილმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, სადაც ის შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელია 38231,82 ლარის შემოსავალი მიიღო.
დეკლარაციის შევსების მომენტში კი, ეკატერინე ბეროზაშვილის “თი–ბი–სი ბანკის” სახელფასო ანგარიშზე 7,62 ლარი, ხოლო მამია ფხაკაძეს ამავე ბანკის სახელფასო ანგარიშზ 50 თეთრი ჰქონდა.
“რესპუბლიკა ბანკის” სახელფასო ანგარიშზე და დეპოზიტზე კი თანხები საერთოდ არ იყო.
ამავე დეკლარაციის თანახმად, მამია ფხაკაძის შვილს, ბარბარე ფხაკაძეს “თი–ბი–სი ბანკის” ანაბარზე 1163,44 ევრო, ხოლო მეორე შვილს, ანა ფხაკაძეს “თი–ბი–სი ბანკის” ანაბარზე 771,37 ევრო ჰქონდა.
ქონებრივ დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ მამია ფხაკაძემ, 2016 წლის მაისში, მის საკუთრებაში არსებული მსუბუქი ავტომანქანა 2400,00 დოლარად გაასხვისა.
ამავე წლის ივლისში, მამია ფხაკაძეს ფიზიკური პირისგან ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე 12000 აშშ დოლარის სესხი აქვს აღებული განვადებით შეძენილი უძრავი ქონების ღირებულების ნაწილის დასაფარად, რისთვისაც 4000,00 დოლარის გასავალი ჰქონია.
დეკლარაციიდან ასევე ირკვევა, რომ მამია ფხაკაძეს შვილების სწავლის საფასურის გადასახდელად, 2016 წელს, ჯამში, 1950 დოლარი და 1300 ლარი აქვს გადახდილი.