დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, რვადღიანი საკარანტინო ვადა ეხება მხოლოდ ქვეყანაში შემოსულ ადამიანებს, ხოლო საქართველოში, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ ადამიანებს ისევ 12-დღიანი საკარანტინო იზოლირება ეკუთვნით.
„საქართველოში შემოსული ყველა ადამიანი, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, მიდის რვადღიან კარანტინში. მერვე დღეს სახელმწიფოს ხარჯზე გაუკეთდებათ PCR-ტესტი და თუ ის უარყოფითია, მაშინ ისინი გამოდიან, თავისუფლდებიან კარანტინიდან იმ პირობით, რომ მეთორმეტე დღეს უნდა ჩაიტარონ ასევე ტესტი, ისევ სახელმწიფოს ხარჯზე“,- განაცხადა გამყრელიძემ.