საყოველთაო ამნისტია არჩევნების წინ – 3000-ზე მეტ პატიმარს და 7000 პრობაციონერს ამნისტია შეეხება. პარლამენტში ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა.
ინიციატორთა განმარტებით, ამნისტია 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებს შეეხება და „სისხლის სამართლის კოდექსის“ 66 მუხლს მოიცავს. ასევე, 1/6-ით შემცირდება 225 მუხლს შეეხება.
„ამნისტია შეეხება 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ მთელ რიგ დანაშაულებს. კერძოდ, სსკ-ის 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. ამასთანავე ჩამოთვლილი 66 მუხლის გარდა, 1/6 – ით შემცირება დამატებით 225 მუხლს შეეხება. ამნისტია არ შეეხებათ მკვლელობისთვის ნასამართლებ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს, ტრეფიკინგს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს. ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ ამნისტია განსაკუთრებულ მიდგომას ნერგავს პრობაციონერების მიმართ და პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება დაახლოებით, 7 000 პირს შეეხება, რაც ამნისტიის წინა პროგრამებთან შედარებით სიახლეს წარმოადგენს.”, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.
ტელეკომპანია იმედის ცნობითვე, ფრაქციის „ქართული ოცნების“ მიერ დაინიცირებული „ამნისტის პროექტის“ მიხედვით ამნისტია არ შეეხება: