ჩინეთმა აშშ-ს სენატორებს მარკო რუბიოს და ტედ კრუზს, ასევე წარმომადგენელს კრის სმიტს და რელიგიის თავისუფლების ელჩს სემ ბრაუნბაკს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
როგორც ABCNEWS იუწყება, აკრძალვის მიზეზი ჩინეთის მმართველი პარტიის პოლოტიკის გაკრიტიკებას უკავშირდება.
საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერი, ჰუა ჩუნინგი ამბობს, რომ აშშ-ს ქმედებებმა ”სერიოზულად დააზიანა აშშ-ს ჩინეთის ურთიერთობები ” და ჩინეთმა გადაწყვიტა დაიცვას თავისი ეროვნული სუვერენიტეტი.
მაუწყებლის ინფორმაციით, სამგზავრო აკრძალვები, სავარაუდოდ პირდაპირი ანგარიშსწორებაა აშშ-ს მიერ ოთხი ჩინელი ჩინოვნიკისთვის სანქციების დაწესების გამო.