პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლანჩხუთში პარტიული სიის ოფიციალურ წარგდენას სექტებრის დასაწყისისთვის გეგმავს. თუმცა, როგორც პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციაში გავარკვიეთ, უკვე გადაწყვეტილი საქმეა, რომ სიის პირველი ნომერი იქნება ჩვენი კოლეგა გოჩა ჯანაშია, რომელიც თავის დროზე სტატიებს გაზეთ „სარბიელში“ აქვეყნებდა. პარალელურად პოლიტიკაზე წერს და გაზეთ “ლანჩხუთი პლუსის” გამომშვები რედაქტორია. იგი პოლიტიკაში ადრეც იყო _ “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში გამგეობის სამსახურსა და საკრებულოს კომისიას ხელმძღვანელობდა, პაატა ბურჭულაძის პარტიაში წამყვანი პოზიცია ეკავა, ისევე როგორც მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ მოძრაობაში _ “ლელო საქართველოსთვის”.
წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანია სიის მეორე ნომერი ნუგზარ (ნესტორ) ღლონტიც, რომელიც გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა და არასდროს გახვეულა ხმაურიან სკანდალებში, მისი სახელი კორუფციასთანაც არასდროს დაუკავშირებიათ.
სიის მესამე ნომერი კი სამოქალაქო აქტივობით გამორჩეული პედაგოგი, ნინო დარჩიაშვილია.
რაც შეეხება მერობის კანდიდატს, „ლელო“ ლანჩხუთში ამ კუთხით არ იბრძოლებს და შეთანხმებისამებრ, ოპოზიციის საერთო კანდიდატს, ლია მუხაშავრიას დაუჭერს მხარს.
ირკვევა, რომ „ლელო“ არც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დაყენებას გეგმავს და მათ სტრატეგიაში შედის, ამ არცევნებზე იმუშაონ მხოლოდ პარტიულ ხმებზე.
[sexy_author_bio]