უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რუსული სოციალური მედია და პოპულარული ინტერნეტ სერვისები აკრძალა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, აკრძალვა ასევე შეეხო VK.COM-ს, ODNOKLASSNIKS-ს, YANDEX-ს და MAIL.RU-ს.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ შესაძლოა შიდა სახელმწიფოებრივი დავა გამოიწვიოს, რადგან VK.COM-ს უკრაინაში 15 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, რაც შეეხება ODNOKLASSNIKS ის ასევე პოპულარულია ონლაინსივრცეში.
მაუწყებლის ინფორმაციით, სანქციები ასევე ეხებათ სხვა რუსულ კომპანიებს, როგორიცაა, DOCTOR WEB, AEROFLOT, ასევე კიბერ უსაფრთხოების კომპანიას KAPERSKY LAB-ს, გარდა ამისა, რამდენიმე სატელევიზიო კომპანიას, მათ შორის NTV-ს, RT-ს და საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტს.
გავრცელებული ცნობით, პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მეზობელი სახელმწიფოს მიერ ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო მიიღო.
მაუწყებლის ინფორმაციით, მხარეებს შორის არსებობს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, რომელიც რეგულარულად ირღვევა.
როგორც ცნობილია, გასულ თვეს დაბომბვის ან ნაღმის აფეთქების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა.