მორიელი
ოქტომბრის შუა პერიოდიდან მოყოლებული, მორიელის ნიშნით დაბადებულებისთვის განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი შევა ძალაში. თუმცა, უკვე ნოემბრიდან მორიელებს განსაკუთრებული სიურპრიზები ელით სასიყვარულო-პარტნიორული კავშირების კუთხით. საქმე იმაშია, რომ ზუსტად ამ შემოდგომაზე სიყვარულისა და წარმატების ორი პლანეტა მოიყრის თავს მორიელის ნიშანში, რაც შესაბამისად, უდიდეს გამართლებასა და ფეიერვერკებს ჰპირდება მორიელებს პირად ცხოვრებაში. ეს შეიძლება იყოს რომანი უცხოელთან, მოგზაურობისას დაწყებული ლავ-სთორი ან პარტნიორი, რომელიც გაცილებით უფრო წარმატებული ან ფინანსურად უზრუნველყოფილია თქვენზე.
სასწორი
სასწორის ზოდიაქოს ნიშანი პარტნიორობისა და ქორწინების თემას „განკარგავს“ ისეც. თუმცა ამ შემოდგომაზე ზუსტად ამ ნიშანში ორი „გენდერული“ პლანეტა – ვენერა და მარსი მოიყრის თავს, რაც თავის მხრივ, ბევრი სასწორის ცხოვრებაში მოიტანს გასაოცარ სასიყვარულო ამბებს. შესაძლებელია, თქვენი რომანი „ერთი ნახვით“ სიყვარულის სცენარითაც დაიწყოს და განვითარდეს. არ არის გამორიცხული, ვინმეს ისეთი შეგხვდეთ, ვინც წამის მეასედში დაგახვევთ თავბრუს. თქვენი ინტერესის ობიექტი შესაძლოა კარგად ცეკვავდეს ან მღეროდეს, ჰქონდეს დახვეწილი სტილი, მისდევდეს სპორტს და ცხოვრების ჯანსაღ წესს.
ავტორი